ჩიქოვანი გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩიქოვანი გიორგი – (ფსევდონიმი: „გ. ჩ.“) (1841–1887), ჟურნალისტი, მთარგმნელი. „ტიფლისსკი ვესტნიკის“ რედაქტორი (1880-82). ილიას მეგობარი, „საქართველოს მოამბის“ თანამშრომელი.
სწავლობდა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში. ფლობდა რუსულ, ფრანგულ, იტალიურ ენებს. 70-იან წლებში მსახურობდა იმერეთში მომრიგებელ მოსამართლედ. კორესპონდენციებს თანადროულობის საჭირბოროტო საკითხებზე აქვეყნებდა „დროებასა“ და „კრებულში“. თარგმნილი აქვს ვოდევილი „ბნელ ოთახში“ (სცენაზე დაიდგა 1879 წ.) ჰიუგოს „საბრალონი“, გოგოლის „რაზე მოუვიდა ჩხუბი ივან ივანიჩს ივან ნიკიფოროვიჩთან“ (1871).