ჩოლოყაშვილი გარსევან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩოლოყაშვილი გარსევან — (XVII ს.), პოეტი. მას მოიხსენიებს არჩილი თავის პოემაში „თეიმურაზისა და რუსთაველის გაბაასება“. ცნობილია აგრეთვე, რომ გარსევან ჩოლოყაშვილს 1643-49 წწ. შესაწირავი გაუგზავნია იერუსალიმში ჯვარის მონასტრის მამის ნიკიფორე ჩოლოყაშვილი-ირბაქისთვის და ამის გამო მოიხსენიება იერუსალიმის სვინაქსარის აღაპებში. გარსევან ჩოლოყაშვილს ეკუთვნის 24 სტროფიანი ნაწარმოები „ხილთა ქება“ ანუ „ხილთა ბაასი“. გაბაასების ჟანრის ეს ნაწარმოები სალაღობო ხასიათისაა. მსუბუქი იუმორი და ყოფითს სინამდვილესთან კავშირი თავისებურ კოლორიტს ანიჭებს მთელ ნაწარმოებს. ხილთა ქების ჟანრის ფესვები ხალხური სიტყვიერებაშია საძებნი, ხოლო მხატვრულ ლიტერატურაში ამ ჟანრის შემოტანას გარსევან ჩოლოყაშვილის სახელს უკავშირებენ. მას მიმდევრებიც გაუჩნდნენ: თეიმურაზ მეორე, პაპუნა ორბელიანი და სხვანი. მის „ხილთა ქებას“ გავლენა მოუხდენია ანალოგიური ჟანრის ერთ ხალხურ ლექსზე.


ტექსტი

  • ანთოლოგია, II. 1928, გვ. 64-68.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები