ჩრდილოეთი პოლუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩრდილოეთი პოლუსი

ჩრდილოეთი პოლუსი – (Nort pole), წერტილი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, სადაც დედამიწის წარმოსახვითი ღერძი კვეთს დედამიწის ზედაპირს. ყველა სხვა წერტილი ჩრდილოეთი პოლუსის მიმართ არის სამხრეთით. მდებარეობს არქტიკის (ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის) ცენტრალურ ნაწილში, სადაც მთელი წლის განმავლობაში ყინულის საფარია. მისი კოორდინატებია: ჩგ 90°და გრძედის 0°, რადგან ეს წერტილი ეკუთვნის ყველა მერიდიანს. წელიწადის 365 დღიდან 187 დღეა, ხოლო 178 – ღამე. ჩრდილოეთ პოლუსს მოდრეიფე ყინულებზე გავლით პირველად მიაღწიეს ამერიკელებმა ფრედერიკ კუკმა 1908 წელს და რობერტ პირმა 1909 წელს ჩრდილოეთი პოლუსის წერტილზე (ჩგ 90° 00' 00") 1848 წელს თვითმფრინავიდან დაეშვნენ საბჭოთა ექსპედიციის წევრები. 1959 და 1962 წლებში პოლუსზე მივიდნენ ამერიკული და საბჭოთა წყალქვეშა ნავები, ხოლო 1977 წელს წყალზედა სვლით პოლუსს მიაღწია საბჭოთა ატომურმა ყინულმჭრელმა.




წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები