ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალებისაარტილერიო ჭურვები (ნაღმები), საავიაციო ბომბები, ხელყუმბარები, ტყვიები, რომელთა დანიშნულებაა აალებადი ობიექტების, საბრძოლო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის განადგურება. ცეცხლგამჩენი საარტილერიო ჭურვები (ნაღმები) და საავიაციო ბომბები დატენილია ცეცხლგამჩენი ნივთიერებებით (თერმიტი, ფოსფორი, ნაპალმი და სხვა). არის აგრეთვე მსხვრევად-მანათებელი ჭურვები, ჯავშანგამტანი ცეცხლგამჩენი ჭურვები და სხვა, რომელთა დასამზადებლად ცეცხლგამჩენ ნივთიერებებთან ერთად ფეთქებად ნივთიერებებსაც იყენებენ.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები