ციფრული კარტოგრაფირება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ციფრული (კომპიუტერული) კარტოგრაფირება – (digital mapping), მიმართულება, რომელიც კარტოგრაფიაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩამოყალიბდა. რუკის საავტორო ორიგინალის შექმნა შეიძლება კომპიუტერის მონიტორის ეკრანზე. ამის შესაძლებლობას იძლევა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა (Arc GIS, GeoMedia, Intergraph MGE და სხვ.).