ძაღლი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)
ძაღლი – ძაღლის გამოსახულებები ეგვიპტეში ნაქადა II-ის პერიოდში ჩნდება (დაახლ. ჩვ.წ.-მდე 3500-3000 წწ.), თუმცა მოშინაურებული ძაღლების ძვლები უკვე მეხუთე ათასწლეულის სამარხებშია აღმოჩენილი. ძაღლებს იყენებდნენ ნადირობისას, პოლიციური და სამხედრო მიზნით, მაგრამ ხშირად უბრალოდ საყვარელი ცხოველი იყო, რადგან ძაღლები ხშირად არიან დასაფლავებული თავიანთ პატრონებთან, ხანდახან ერთ სარკოფაგში; ამას გარდა, ნაპონია მუმიფიცირებული ძაღლების სასაფლაოებიც. ძაღლთან დაკავშირებული იყო მიცვალებულთა ღვთაებებიც. ძაღლის სახე ჰქონდა აბიდოსის მიცვალებულთა ღმერთს, ხენტიიმენტიუს. თუმცა სხვა მიცვალებულთა ღმერთებს ზოგადად „მგლის ოჯახს“ მიაკუთვნებენ, ბერძნები ასიუტს (უპუატის ქალაქს) ლიკონპოლისს, ან „მგლის ქალაქს“ ეძახდნენ, მაშინ, როცა სხვა მგლის ოჯახის ცხოველების სახის ღმერთების ქალაქებს მოიხსენიებდნენ, როგორც კინოპოლისს, ან „ძაღლის ქალაქს“.