წარწერები რუკაზე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წარწერები რუკაზე – (lettering, map inscriptions), რუკაზე მოთავსებული ყველა გეოგრაფიული სახელწოდება, განმარტება, ანბანური და ციფრული აღნიშვნა კარტოგრაფიულ სახვით საშუალებებთან ერთად რუკის შინაარსის გადმოცემის საშუალებაა.

რუკაზე წარწერები შერჩევით უკეთდება ოროგრაფიულ და ჰიდროგრაფიულ ობიექტებს მათი მნიშვნელობის მიხედვით. წარწერა უკეთდება ყველა დასახლებულ პუნქტს, რომელიც რუკაზე აღნიშნულია წინასწარ განსაზღვრული ადმინისტრაციული მნიშვნელობის და რიცხოვნობის საფუძველზე. აუცილებელია დადგენილი ფერებისა და შრიფტის სტილის სტანდარტების დაცვა, მაგ.: წყლის ობიექტებისათვის ლურჯი ფერი და დახრილი შრიფტი; რელიეფის ობიექტებისათვის – ყავისფერი, პოლიტიკური და ადმინისტრაციული ობიექტებისათვის – წითელი ან შავი. ავტომატიზაცია აადვილებს წარწერების შრიფტის შერჩევას და განლაგებას, ინტერაქტიულ რედაქტირებას.


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები