წახნისწყარო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წახნისწყარო, წახანწყარო – სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში, ვარხანის თემში, აჭარა-იმერეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1280-1310 მ სიმაღლეზე, დაბა ადიგენიდან 23 კმ მანძილზე. მოსახლეობის რიცხოვნობა – 85, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – ქართველი (2002). საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.