წვიმელები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წვიმელები – (Haematopota; ბერძნ. haima სისხლი), ბუზანკალების გვარი; მიეკუთვნება Tabaninae-ს ქვეოჯახს, Tabanidae-ს ოჯახს. მათ რუხი ფერის ვიწრო სხეული აქვთ, რომლის სიგრძე 7-12 მმ-ია. ფრთებზე კარგად არის გამოხატული ბადისებრი სურათი. წვიმელები განსაკუთრებით აქტიურდებიან წვიმის წინ, ცხელ, დახუთულ ამინდში. ისინი არიან ტულარემიის, ჯილეხის, ცხენისა და აქლემის ტრიპანოსომოზებისა და სხვა დაავადებათა აღმძვრელების გადამტანი