წიაღების და ცხვირის ღრუს ავთვისებიანი სიმსივნეები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წიაღების და ცხვირის ღრუს ავთვისებიანი სიმსივნეები — ეს სიმსივნეები ჰისტოლოგიურად მრავალფეროვანია. უმეტესწილად, გვხვდება ეპითელიალური სიმსივნეები. მაგალითად, ჰაიმორის წიაღში უფრო ხშირად ეპიდერმოიდული ეპითელიომები გვხვდება, ხოლო ეთმოიდურ წიაღში – ჯირკვლოვანი ეპითელიომები.

ლიმფომები (გარდა ჰოჯკინისა), მელანომები ან ნერვული გენეზის სიმსივნეები უფრო იშვიათია.

კაცებში ეს პათოლოგია უფრო გავრცელებულია. პროფესიული თავისებურებების გამო, ჯირკვლოვანი ეპითელიომები ხშირად გვხვდება ხეზე მომუშავე პაციენტებში.

სარჩევი

კლინიკური ნიშნები

სიმსივნის ადგილმდებარეობის მიხედვით, კლინიკური ნიშნებიც სხვადასხვაგვარია:

ცხვირის ობსტრუქცია;
— ცალმხრივი, მორეციდივე სისხლდენები;
— ცალმხრივი ცეფალეა;
— სახის დეფორმაცია რბილი ქსოვილების შეშუპების ხარჯზე;
— რბილი ან მაგარი სასის დეფორმაცია;

ზოგიერთ შემთხვევაში, ყელ-ყურის ექიმთან პაციენტი მომიჯნავე სპეციალისტების მიმართვით ხვდება, მაგალითად: ოფთალმოლოგის, სტომატოლოგის, თერაპევტის.

ამიტომ ხშირია დაგვიანებული შემთხვევები.

ყელ-ყურის ექიმი არ უნდა შეცდეს და არ უნდა გამოეპაროს ქრონიკული სინუსიტის ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარება.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქრონიკული სინუსიტის დროს ტკივილი არ აწუხებს პაციენტს. ამიტომ ტკივილის გაჩენა ცუდი და საეჭვო ნიშანია.

რინორეის სეკრეტში სისხლიანი გამონადენის შენიშვნაც საეჭვო ნიშანი გახლავთ.

ცერებრალური მეტასტაზირების მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.

ასევე, პროცესის გართულება პირის ღრუს მიდამოს ობსტრუქციით ან სუბორბიტალური მიდამოს მგრძნობელობის დაკარგვით, მიუთითებს ავთვისებიანი სიმსივნის არსებობაზე. ცალმხრივი პოლიპი, შესახედავად ბანალური, შესაძლებელია ავთვისებიანი სიმსივნე აღმოჩნდეს. მითუმეტეს, თუ მაკროსკოპულად გრანულაციური-სისხლმდენი შესახედაობის არის.

ნებისმიერ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, კისრის ადენოპათიის გამოსარიცხად, საჭიროა პალპაცია ან კისრის ექოსკოპია. ლიმფური კვანძების უნილატერალური პათოლოგია კიდევ ერთი ცუდი ნიშანია. ამ შემთხვევაში, აუცილებელია კვანძის ციტოპუნქცია მეტასტაზის გამოსარიცხად.

რადიოლოგიური კვლევები

სინუსების კიბოს დიაგნოსტიკა CT კვლევით.

ამ პათოლოგიის დიაგნოსტირებისთვის ყველაზე კარგი საშუალება გახლავთ CT კვლევა. მის მიხედვით შესაძლებელი ხდება სიმსივნის ინვაზიურობის და გავრცელების დადგენა. ძვლოვანი დესტრუქცია დიდ ეჭვს ბადებს სიმსივნის ავთვისებიანობაზე. CT კვლევა შესაძლო ცერებრალურ მეტასტაზებსაც ავლენს.


NOTA BENE
  • თავის ნებისმიერი ხანგრძლივი ტკივილი რადიოლოგიური კვლევის ჩატარების ჩვენებაა;
  • სინუსების და ცხვირის ღრუს დიდი ზომის სიმსივნე არ არის ყოველთვის ავთვისებიანი და პირიქით, პატარა ზომა არ განა- პირობებს პათოლოგიის კეთილთვისებიანობას;
  • ქრონიკული სინუსიტი შესაძლოა გადაგვარდეს კიბოში;
  • სინუსებზე ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა შესაძლოა გადაიქცეს დიდი მასშტაბის ქირურგიულ-კანცეროლოგიურ ოპერაციად. ამიტომ, აუცილებელია ამისათვის მზადყოფნა როგორც მატერიალურ – ტექნიკური, ასევე გამოცდილების კუთხით;

ბიოფსია

პრეოპერაციული ბიოფსია საშუალებას გვაძლევს წინასწარ განვსაზღვროთ ოპერაციის მასშტაბი და ტაქტიკა. თუმცა, ზოგ შემთხვევაში (სიმსივნის სისხლმდენი ხასიათი, პაციენტის ასაკი), ბიოფსია პეროპერაციულად კეთდება და სასურველია ამისათვის გვქონდეს ექსპრესდიაგნოსტიკის საშუალება.

ამით ჩვენ თავიდან ავიცილებთ ხელმეორედ ჩარევის აუცილებლობას სიმსივნის ავთვისებიანობის დადგენის შემთხვევაში.

მოვახერხებთ:

— პაციენტის ინფორმირებას ოპერაციის შედეგების შესახებ;
— ოპერაციის მაქსიმალურად შედეგიანად ჩატარებას;


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები