წინარეხის ჯვარპატიოსნის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წინარეხის ჯვარპატიოსნის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინარეხის ჩრდილოეთით 3 კილომეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (11,7X6,4 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. კონსტრუქციული ნაწილები (პილასტრები, იმპოსტები და ლავგარდანი) შირიმის ქვისაა. დაზიანებულია: ჩანგრეულია გადახურვა (შემორჩენილი ნაშთების მიხედვით, კამარა ნახევარწრიული ყოფილა), დასავლეთ კედლის კუთხეების პილასტრებს ზედა ნაწილი აკლია, მთლიანად დანგრეულია მინაშენი, შემორჩენილია საძირკვლის ნაშთები. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის გვერდებზე – თითო სწორკუთხა ნიში, სამხრეთ კედელში ორი თაღოვანი სარკმელია, დასავლეთისაში – ერთი. ყველა სარკმელი გარეთკენ ვიწროვდება. დარბაზის განივი კედლები კაპიტელებით დასრულებული წყვილი პილასტრით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. პილასტრებზე საბჯენი თაღი გადადის. აღმოსავლეთ სარკმელში შემორჩენილია შელესილობისა და მოხატულობის კვალი. ეკლესიაზე სამხრეთიდან მთელ სიგრძეზე მიშენებულ ეგვტერს (11,7X5 მ), რომლისგანაც მხოლოდ საძირკველია შემორჩენილი, სამხრეთით შესასვლელი ჰქონია, ხოლო აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები