წონა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წონასხეულის წონა მასზე მოქმედი სიმძიმის ძალის ტოლია: P=mg, სადაც m - სხეულის მასაა, g -თავისუფალი ვარდნის, ანუ სიმძიმის ძალის აჩქარება.

სხეულის მასა (m) მუდმივი სიდიდეა, ხოლო g -ს მნიშვნელობა იცვლება დედამიწის განედისა და ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით; აქედან გამომდინარე, სხეულის წონაც შესაბამისად იცვლება.

წონა და მასა სხვადასხვა ფიზიკური სიდიდეა. მათი გაიგივება არ შეიძლება. მათ ზომავენ სხვადასხვა ერთეულით: წონას – ძალის ერთეულით (დინი, ნ, კგძ და სხვ.), ხოლო მასას – მასის ერთეულებით (გ, კგ, ტ და სხვ.).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები