განედი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გეოგრაფიული განედი მერიდიანის რკალის კუთხოვანი ზომა ეკვატორის სიბრტყიდან წერტილამდე

განედი – კოორდინატი, რომელიც განსაზღვრავს დედამიწაზე წერტილის მდებარეობას სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებით. განასხვავებენ: ასტრონომიულ, გეოდეზიურ და გეოცენტრულ განედებს.

ასტრონომიული განედი (φ) განისაზღვრება კუთხით, რომელსაც წერტილიდან დაშვებული შვეული ხაზი ქმნის ეკვატორის სიბრტყესთან. აითვლება 0º – დან 90º – მდე ეკვატორიდან პოლუსების მიმართულებით. აუცილებელია მინიშნება: ჩრდილოეთის განედი (ჩგ) ან (+), სამხრეთის განედი (სგ) ან (–). გლობუსზე და რუკაზე განედი აითვლება პარალელების გამოყენებით.

ტერმინი „განედი“ შემოიღო ბერძენმა ასტრონომმა ჰიპარქემ ძვ.წ-ის II საუკუნეში. განედზე არის დამოკიდებული დღის ხანგრძლივობა





იხილე აგრეთვე

გეოგრაფიული კოორდინატები

წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები