წონასწორობის მდგრადობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წონასწორობის მდგრადობაწონასწორობაში მყოფი მექანიკური სისტემის უნარი – მცირე შეშფოთების (შერყევა, ბიძგი) შემდეგ დაუბრუნდეს თავის წონასწორულ მდებარეობას.

მდგრადი წონასწორობის მდებარეობაში მყოფი სისტემის მცირე შეშფოთების დროს ამ სისტემის წერტილები თავისი წონასწორობის მდებარეობის მახლობლობაში ასრულებენ მცირე რხევებს, რომლებიც წინააღმდეგობის შედეგად დროის მიხედვით მიილევა და წონასწორობა აღდგება.

1644 წ-ს ე. ტორიჩელიმ ზოგადი სახით ჩამოაყალიბა წონასწორობის მდგრადობის კრიტერიუმი სხეულთა ისეთი სისტემისათვის, რომელზეც მოქმედებენ მხოლოდ სიმძიმის ძალები. 1788 წ-ს ლაგრანჟმა დაამტკიცა თეორემა, რომელიც განსაზღვრავს ნებისმიერი კონსერვატიული სისტემის წონასწორობის მდგრადობის საკმარის პირობას. ეს პირობა ამჟამად ცნობილია, როგორც ლაგრანჟ - დირიხლეს თეორემა, რომლის თანახმად წონასწორობა მდგრადია, თუ წონასწორობის მდებარეობაში სისტემის პოტენციური ენერგია მინიმალურია.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები