ჭეჭლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჭეჭლა – სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში, აჭარა-იმერეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე, თემის ცენტრი, ზღვის დონიდან 1270-1345 მ სიმაღლეზე, მდინარე ქვაბლიანის მარცხენა მხარეს, დაბა ადიგენიდან 7 კმ მანძილზე. მოსახლეობის რიცხოვნობა – 265, რომელთა 96 % ქართველია (2002). საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. შემორჩენილია შუა საუკუნეების ეკლესია და კოშკი.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები