ჭონა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჭონა – უძველესი ქართული ხალხური საწესო-კალენდარული ლექს-სიმღერა. სრულდება სააღდგომო რიტუალური დღესასწაულის (ჭონაობის) დროს (უმთავრესად მარტსა და აპრილში). ნიღბიანი შემრულებლებისაგან შემდგარი გუნდი კარდაკარ ჩამოივლიდა და თითეულ ოჯახს დღესასწაულს ულოცავდა, ჯამრთელობასა და კარგ მოსავალს უსურვებდა შესაბამისი ლექსით: „სახლი ღმერთმა აგიშენოს“, „მასპინძელო“, „ჩემო ლხინო“, ან „ალათასა, ბალათასა, ჩამოვკიდებ კალათასა, გოგო ერთი კვერცხი ჩადე, ღმერთი მოგცემს ბარაქასა“ და საჩუქრად იღებდა სააღდგომოდ წითელ შეღებილ კვერცხებს - ნაყოფიერების სიმბოლოს. ფორმის, ფაქტურისა და სტრუქტურის მხრივ ჭონა საკმაოდ დახვეწილი სამხმიანი სიმღერაა. მის მელოდიას, ქართლ-კახური გრძელი სუფრული სიმღერების მსგავსად, ორი ზემოთა ხმა ავითარებს გაბმული ბანის ფონზე. ვარაუდობენ, რომ წარმოშობით ჭონა წინაქრისტიანული ეპოქის სიმღერაა.


ნ. შანიძე,
გ. ჩხიკვაძე


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები