ხაზობრივი ნაგებობა
ხაზობრივი ნაგებობა – საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, მილგაყვანილობა (გარდა შენობის შიგა ქსელისა და მონაკვეთისა შენობიდან გარე ქსელთან მიერთების წერტილამდე), საჰაერო-საბაგირო გზა, საჰაერო და საკაბელო საკომუნიკაციო ხაზები, მათ შორის ელექტროგადამცემი და კავშირგაბმულობის ხაზები, ფუნიკულიორი.
ხაზობრივი ნაგებობის სახეობები და კატეგორიები
1. ნავთობსადენი:
I კატეგორია – მაგისტრალური ნავთობსადენი;
II კატეგორია – შიდასარეწაო ან შიდასაობიექტო ნავთობსადენი.
2. გაზსადენი:
I კატეგორია – მაგისტრალური (მაღალი წნევის) გაზსადენი;
II კატეგორია – საშუალო წნევის გაზსადენი;
III კატეგორია – დაბალი წნევის გაზსადენი.
3. წყალსადენი:
I კატეგორია – 25-ზე მეტი ატმოსფერო (მილის დიამეტრი 1400 მმ-ზე მეტი);
II კატეგორია – 10-დან 25 ატმოსფერომდე (მილის დიამეტრი 500-1400 მმ);
III კატეგორია – 10 ატმოსფერომდე (მილის დიამეტრი 500 მმ-მდე).
4. წყალარინების მილი:
I კატეგორია – მილის დიამეტრი 1500 მმ-ზე მეტი;
II კატეგორია – მილის დიამეტრი 600-1500 მმ;
III კატეგორია – მილის დიამეტრი 600 მმ-მდე.
5. საავტომობილო გზა:
I კატეგორია – საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა;
II კატეგორია – შიგასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა;
III კატეგორია – ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა.
6. ქუჩა:
I კატეგორია – გამჭოლი ქუჩა, რომელიც არის გამზირი ან ბულვარი და დასახლების განვითარების დერეფნის შემადგენელი ნაწილია;
II კატეგორია – გამჭოლი ქუჩა, რომელიც არ არის გამზირი ან ბულვარი და არ არის დასახლების განვითარების დერეფნის შემადგენელი ნაწილი;
III კატეგორია – ქუჩის ნაწილი, რომელიც არის ჩიხი (გასასვლელი).
7. რკინიგზა:
I კატეგორია – მაგისტრალური;
II კატეგორია – ჩიხები და შიგასაწარმოო.
9. ფუნიკულიორი.
10. საჰაერო-საბაგირო გზა.
11. ელექტროგადამცემი ხაზი:
I კატეგორია – 330 კვ და მეტი;
II კატეგორია – 154-220 კვ;
III კატეგორია – 35-110 კვ;
IV კატეგორია – 1-20 კვ-მდე;
V კატეგორია – 1 კვ-მდე.
13. სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობა (წყალგამტარი).