ხაპი (ღვთება)
ხაპი
1. ხორის ერთ-ერთი ვაჟიშვილის სახელი, რომელიც ახალი სამეფოს დროიდან მაიმუნის თავით გამოისახებოდა.
2. ნილოსის და ნილოსის ღვთაების სახელი (ეგვ. Hpj). ხაპი, როგორც ღვთაება, უფრო ნილოსის ადიდების, და არა თვითონ დიდი მდინარის პერსონიფიკაციად იყო მიჩნეული, და ამიტომ, ადიდების სიდიდის შესაბამისად, ხაპი შეიძლებოდა „დიდი“ ან „პატარა“ ყოფილიყო. გამოისახებოდა ანთროპომორფულად, თავზე წყლის მცენარეებით, განვითარებული მკერდით და დიდი მუცლით, რასაც მისი ნაყოფიერებისათვის უნდა გაესვა ხაზი.
ითვლებოდა, რომ ხაპი ბინადრობდა გამოქვაბულებში ნილოსის ჭორომებთან. ხაპის ეძახდნენ „მდინარის ბატონს, რომელსაც მოსავალი მოაქვს“. ის ასევე „ფრინველების და თევზების ბატონიც“ იყო. თუმცა ნილოსის ადიდებაზე ქვეყნის კეთილდღეობა იყო დამოკიდებული, მას არ ჰქონდა საკუთარი ტაძრები, მაგრამ მისი ქანდაკებები და გამოსახულებები ბევრ ტაძარს ამშვენებდა.