ხატნუბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხატნუბი – (ეგვ. H.t nb, „ოქროს სახლი“), ალებასტრის სამტეხლოები შუა ეგვიპტეში, ელ-ამარნადან 18 კმ. სამხრეთ-აღმოსავლეთით, ნილოსიდან დაახლოებით ნახევარი დღის სავალზე. ადგილზე აღმოჩენილი წარწერები და გრაფიტო მიუთითებს, რომ სამტეხლოებში უწყვეტად მიმდინარეობდა მუშაობა ძველი სამეფოდან (სავარაუდოდ ხეოფსის დროიდან) რომაულ პერიოდამდე.

ხატნუბის სამტეხლოები ძალიან ხშირად არის მოხსენიებული ეგვიპტურ ტექსტებში, მაგრამ მათი ადგილმდებარეობა უცნობი იყო 1891 წლამდე. ადგილი შემთხვევით აღმოაჩინეს ინგლისელმა ეგვიპტოლოგებმა ჰ. კარტერმა და პ. ნიუბერიმ, რომლებიც ამ მიდამოებში ეხნატონის სამარხს ეძებდნენ. მრავალი წარწერის გარდა, ხატნუბში აღმოჩენილია რამდენიმე საკმაოდ მოზრდილი დასახლება, სადაც ხელოსნები ცხოვრობდნენ ქვის სახლებში, და ასევე ქვის გზა, რომლითაც მოპოვებული ალებასტრის ბლოკები ნილოსამდე მიჰქონდათ. ხატნუბის წარწერები ძალიან საინტერესო მასალა აღმოჩნდა ეგვიპტური სამტეხლოების და მაღაროების ადმინისტრაციული აპარატის შესასწავლად. აქ იყო საკმაოდ რთული იერარქიული სისტემა, რომელიც მოიცავდა დაახლოებით ოცდახუთ სახელმწიფო მოხელეს სხვადასხვა სახის მოვალეობის შესასრულებლად, თერთმეტ მაღაროს ზედამხედველს, რომელთაგან თითოეული თავის სპეციფიკურ სფეროს ხელმძღვანელობდა, და ხელოსნების და მუშების უზარმაზარ არმიას.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები