ხახანაშვილი გიორგი
გიორგი ხახანაშვილი – (24 ივნისი 1906, გორი – 14 იანვარი 1957, თბილისი), ქართველი ლოტბარი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
1930 დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის, 1935 მოსკოვის კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილება (პროფ. ნ. დანილინის კლასი). 1935 ხახანაშვილის ინიციატივით თბილისის კონსერვატორიაში გაიხსნა საგუნდო-სადირიჟორო განყოფილება (1948-იდან საგუნდო-სადირიჟორო კათედრის გამგე იყო), ხოლო შემდეგ წლებში – სამუსიკო სასწავლებლებისა და ცენტრალური სამუსიკო სკოლის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებები, 1939-43 ხ. იყო საქარტველოს რადიოკომიტეტთან არსებული საგუნდო კაპელის მთავარი ლოტბარი, 1947-52 საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. მისი მოწაფეები იყვნენ: ვ. ფალიაშვილი, ა. კავსაძე, გ. ბაქრაძე, ჯ. კახიძე და სხვ.