ხახი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხახი – (ეგვ. Hh), ეგვიპტური ღვთაება, სივრცის და დროის უსასრულობის პერსონიფიკაცია. ეგვიპტელთა წარმოდგენით, ეკავა ზეცა, რის გამოც შუსთან იყო გადახლართული. თანდათან მოხდა მისი „გამრავლება“ რვად, რადგან ითვლებოდა, რომ რვა ხახი ქვეყნის ოთხ ბოლოში იდგა და ზეცა ეჭირათ. ხახი გადაიხლართა ჰერმოპოლისის ოგდოადის უსასრულობის ღმერთთან, ხუხთან. მისი გამოსახულებით გამოიწერებოდა სიტყვა „მილიონი“, განსაკუთრებით „მილიონი წელი“. მისი სიმბოლო წლის ნიშანი იყო. გამოისახებოდა ყოველთვის ანთროპომორფულად.