შუ (ღვთება)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შუ – (ეგვ. Šw, ბერძნები ეძახდნენ Sos. „šw“ ეგვიპტურად ნიშნავს ასევე „ცარიელს“, „სიცარიელეს“). უძველესი კოსმიური ანთროპომორფული ღვთაება, ჰელიოპოლისის კოსმოგონიის წევრი.

ტურინის მეფეთა პაპირუსში შუ დასახელებულია მესამე მეფედ (პტახის და რას შემდეგ) ეგვიპტის უძველეს, „ღმერთების“ დინასტიაში. ჰელიოპოლისის კოსმოგონიაში შუ თავის დასთან და მეუღლესთან, ტეფნუტთან ერთად წარმოადგენენ ღმერთების პირველ წყვილს, რომლებიც დემიურგმა (ატუმმა) პირველყოფილი ქაოსიდან გამოყოფის შემდეგ შექმნა. უპირველესად შუ ჰაერის ღვთაებაა და ღრუბლები და ნისლი მის ძვლებად ითვლებოდა. მას შემდაგ, რაც მან და ტეფნუტმა გააჩინეს გები (მიწა) და ნუტი (ზეცა), შუმ შეავსო სივრცე მათ შორის და ნუტის სხეული ხელებით დაიჭირა. მისი ამ ფუნქციის გამო ბერძნებმა შუ ჰერაკლესთან გააიგივეს. როცა ჰელიოპოლისის კოსმოგონიის დემიურგის ადგილს რა (ან რა-ატუმი) იკავებს, შუ ავტომატურად „რას შვილი“ ხდება. ამ ცვლილებების შედეგად შუს არსება „სინათლის“ და „მზის“ თვისებებსაც იძენს (აღსანიშნავია, რომ შუა სამეფოს დროიდან სიტყვა „šw“ უკვე „მზეს“ და „სინათლესაც“ ნიშნავს).

ქურუმების შემდეგი სპეკულაციის წყალობით შუ იკავებს გების ადგილს, რომელიც, ძველი წარმოდგენების თანახმად, ჰელიოპოლისის ღმერთების ბატონი იყო. პირამიდების ტექსტები გვამცნობს, რომ „რას შვილს ზეცა უჭირავს, მიწას მართავს და ღმერთებს წინამძღოლობს“. სოლარულ ღვთაებასთან შუს ასეთი დაახლოების შედეგად შუ და ტეფნუტიმზის თვალი“ და „მთვარის თვალი“ გახდნენ. როგორც მზის თვალი, შუ ეხმარება თოტს გამქრალი მთვარის დაბრუნებაში და ზეცაში აჰყავს ის. შუ, როგორც რას ვაჟიშვილი, მონაწილეობს რას მტრების განადგურებაში მისი ღამით მიწისქვეშეთში მგზავრობის დროს. შუ განგმირავს აპოპის და ტეფნუტის მხურვალე სუნთქვით, რომელიც გველის დიადემის სახით შუს თავზე ზის, წვავს მამის მტრებს. ამ მებრძოლი სულისკვეთების წყალობით შუ და ტეფნუტი ლეონტოპოლისის ლომების წყვილთან – რუტისთან გააიგივეს, თუმცა ლომების იკონოგრაფიით ძალიან იშვიათად არიან წარმოდგენილი. ყველაზე მძაფრად შუს სოლარული ბუნება ეხნატონის რეფორმის დროს გამოიკვეთა, როცა მან თავის ღმერთს დაარქვა „რა-ხორახტი, რომელიც ზეიმობს ნათელში, თავისი სახელით „შუ“, რომელიც არის „ატონი“.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები