ხებენუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხებენუ – (ეგვ. Hbw), მეთექვსმეტე ზემოეგვიპტური ნომის დედაქალაქი. ქალაქისაგან აღარაფერია დარჩენილი, მაგრამ ცნობილია მისი მცირე ზომის ნეკროპოლისი თანამედროვე ზავიეტ ელ-მაიტენთან. ოდესღაც აქ სავარაუდოდ დიდი დაპირისპირება მოხდა ხორის და სეტხის მიმდევრებს შორის, რადგან ქალაქის და ნომის შევარდნის სახის მქონე ღვთაებას, რომელიც ხორს შეერწყა, ერქვა „ის, ვინც დაამარცხა მტრები ხებენუში“. ხებენუ უმნიშვნელოვანეს ადგილად არის მოხსენიებული ასევე ფრთიანი დისკოს მითში. ეს იდეა აისახა ხებენუს ნომის ნიშანშიც, რომელიც ანტილოპას ზურგზე დამჯდარ ხორს წარმოადგენს (ანტილოპა, როგორც სეტხის ცხოველი, მტრის სიმბოლო იყო.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები