ხეიმე შაბ ბაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხეიმე შაბ ბაზი – (სიტყვასიტყვით – „ღამის კარვის თამაში“), XIV საუკუნის სპარსული მარიონეტების თეატრი; ძალიან ჩამოჰგავს თურქულ „ყარაგიოზის“ თეატრს.

ხეიმე შაბ ბაზის წარმოდგენები, ჩვეულებრივ, იმართებოდა შებინდების შემდეგ, რომ არ გამოჩენილიყო ძაფები, რომლითაც თოჯინები მოძრაობაში მოჰყავდათ. თოჯინების უმრავლესობა მზადდებოდა ფაიფურისგან, ნაწილი კი – ხისგან ან ნაჭრისგან. წარმოდგენაში ჩართული იყო ხალხური სიმღერები, ცეკვები, თამაშდებოდა სამგლოვიარო პროცესია, მშობიარობის სცენები, სხვადასხვა ვარჯიშები, მათ შორის კონუსისებური კომბლებით და მოტრიალე ფარნებით. მეთოჯინეები ხშირად მიმართავდნენ იმპროვიზაციას. წარმოდგენები გამოირჩეოდა ბილწსიტყვაობით და უხამსი ჟესტებით. წარმოდგენას ფონს უქმნიდა ორკესტრი, რომელიც შედგებოდა მედოლის, მევიოლინეს და ჯიმ-ჯიმისაგან, რომელზეც უკრავდა ბიჭუნა.

წარმოდგენაში მონაწილეობდა ორი მსახიობი. ერთი იდგა კარავში და თოჯინები მოჰყავდა მოძრაობაში. მას პირში ედო საწრიპინებელი და თოჯინებს ახმოვანებდა. მეორე მეთოჯინე იჯდა კარავთან, უკრავდა თასისებრ დოლზე, ახმოვანებდა თავის თოჯინებს და ზოგჯერ მოქმედებაშიც მონაწილეობდა.

ხეიმე შაბ ბაზი ირანში დღემდე ძალიან პოპულარულია და თითქმის უცვლელი ფორმით არის შემონახული.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები