ხიზაბავრის ტერასები
ხიზაბავრის ტერასები – კედლიანი ტერასები ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფ. ხიზაბავრასთან, მდინარე ჭობარეთისწყლის ნაპირზე, ასპინძიდან 19 კმ-ზე. სოფელი მაღლა მდებარეობს, ხოლო ტერასული ბაღები და ვენახები გაშენებული იყო ქვემოთ, ფერდობის დაბალ ადგილას, სოფლის შემოგარენში, მეტწილად მის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილში. ლარული სახნავების ადგილობრივი სახელწოდებები: სახიზრები, ბაშაურები, ბეგოლარები, ბეგოთ-ლარები, დგნალები, დედოფალა-ღელე, დედოფლეთი, ვარანტები, ვერხვნალი, იდაყვა, კეხიები, კლდეწითლები, კოჩვა ნახეები, ლარეები, ოდის-წყარო, ოსპანური, საბურთილები, სამადლოები, სანაქრები, ჭალისხევი, ხმელ-ხევი და სხვ. ს. მაკალათიას მოწმობით „ძველად მტკვრის ხეობაში, ხერთვისის ზემო არტაანამდის ვენახებიც ყოფილა. ვაზი მესხეთში დღესაც ხარობს, განსაკუთრებით ხიზაბავრაში, სადაც წინათ ბევრი ვენახები ჰქონიათ და ღვინოსაც კარგს აყენებდნენ”.
იხილე აგრეთვე
ტერასული სოფლის მეურნეობა სამცხე-ჯავახეთში