ხის ქერქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხის ქერქი – ხის ტანის დამცავი, რომელიც შედგება გარე საცობის და შიგა ლაფანის ფენებისაგან. ის თავისებურ სამოსს წარმოადგენს, რომელიც ხეს იცავს გარემოს ზემოქმედებისაგან, აგრეთვე მონაწილეობს ხის სუნთქვის რეგულიაციაში. ადვილად ეცლება მერქანს გაზაფხულზე, როცა ხეში წყლისა და ფისების მოძრაობა აქტიურია. ფაქტურის მიხედვით არჩევენ ხის ქერქი შემდეგ სახეობებს: გლუვი (წიფელი, რცხილა, ალუბალი); პლასტიკური (წაბლი, ევკალიპტი); მცირე ბზარებიანი (მსხალი, გინკგო, ლირიოდენდრონი); ღრმა ბზარებიანი (მუხა, ტირიფი). ხის ქერქი უმეტეს შემთხვევაში არავითარი ღირებულება არ აქვს, თუმცა ზოგჯერ მუხის, ნაძვის, ლარიქსის, ტირიფის, არყის ხის, თხმელას ქერქს ქიმიური დამუშავების შემდეგ გამოიყენება საწვავი ბრიკეტების დასამზადებლად, ზოგჯერ ამ ბრიკეტებს გადახურვისას იყენებენ დამათბუნებელ ფენად. ჩეხი მკვლევრების მონაცემებით ქერქის პროცენტული შემცველობა ხის მერქნის მთლიან მასაში შემდეგია: ნაძვი – 10,95%; არყის ხე – 11%; სოჭი – 12,6%; კოპიტი – 12-15%; მუხა – 22%; თელამუში – 22,3%.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები