ხორის მიმდევრები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხორის მიმდევრები – (ეგვ šmś.w-Hr, „ხორის მიმდევრები“), ასე მოიხსენიებს ტურინის სამეფო პაპირუსი მენესის წინამორბედ მეფეებს. უკვე პალერმოს ქვის ანალების შედგენის დროისათვის (V დინასტია) მათ შესახებ აღარაფერი იყო ცნობილი, და შესაბამის გრაფებში მხოლოდ მათი სახელებია ჩაწერილი. ტურინის პაპირუსის შედგენის დროს ალბათ ითვლებოდა, რომ ყველა ისინი ხორის თაყვანისმცემლები იყვნენ და რომ აქ ლაპარაკია ზემო და ქვემო ეგვიპტის მეფეებზე, რომლებიც ხორს ეთაყვანებოდნენ, როგორც თავიანთი სამეფოების მთავარ ღვთაებას. „ხორის მიმდევრებს“ (ან „ღმერთებს, რომლებიც ხორს მიჰყვებიან) ეძახიან ასევე ნარმერის პალეტზე გამოსახულ შტანდარტებს, რომლებზეც ღმერთებია გამოსახული.