ხორ-პა-რა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხორ-პა-რა – (ეგვ. Hr-p3-R, ხორი-მზე), ბავშვი-ღვთაება, რატტაუის და მონტუს შვილი და ჰერმონთისის ტრიადის (მონტუ, რატ-ტაუი, ხორ-პა-რა) წევრი. გამოისახებოდა ბავშვის სახით, როგორც ახალგაზრდა მზე. ითვლებოდა, რომ ფარაონს ავადმყოფობისას მფარველობდა. ეს ფუნქცია მას სავარაუდოდ მონტუსაგან გადმოეცა, რომელიც მკურნალი ღვთაება იყო.