ხოშატიანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხოშატიანი – თქმულება ვეშაპთმებრძოლ გმირ ხოშატზე. ვეშაპებთან ბრძოლის თემა პოპულარულია როგორც ზღაპრულ, ისე საგმირო ეპოსში. ხომშატი ურჩხულს მოხერხებულობით კლავს და ხალხს აწიოკებისგან გადაარჩენს. თვითონ ხოშატი ვეშაპის შხამით იღუპება. ბრძოლის ადგილს ეკლესია აუშენებიათ, მას ახლაც ხოშატიან საყდარი ეწოდება. თქმულება გვხვდება პროზად და ლექსად. ლექსითი ვარიანტები მომდინარეობენ მ. ჯაჭვაძის წიგნიდან „ჭაბუკის ნაამბობი“, „ხოშატ-ეგრეზიანი“. დაიბეჭდა თბილისში 1904 წ. და პოპულარობით სარგებლობდა.
ვ. მაცაბერიძე
ლიტერატურა
ჩხაიძე მ., ხოშატიანი, ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახ. პედ. ინსტიტუტის შრომები, II, 1959.