ჯაბადარი ალექსანდრე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯაბადარი ალექსანდრე – (1851-1933), პროზაიკოსი, ჟურნალისტი.
მისი თაოსნობით დაარსდა (1890) საზოგადოება „წიგნის გამომცემელი ქართველთა ამხანაგობა“. ამ ამხანაგობამ ტომეულებად გამოსცა ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, რ. ერისთავის, ა. ყაზბეგის ნაწარმოებები. იყო ჟურნალ „მოამბის“ ხელმძღვანელი (1893), გაზეთ „ცნობის ფურცელის“ რედაქტორი (1900 წლიდან). ავტორია „მოგონებების“ ორი წიგნისა, გამოკვლევებისა საქართველოს ეკონომიკისა და ინდოეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცხოვრების შესახებ. თავისი უნიკალური ბიბლიოთეკა გადასცა თბილისის უნივერსიტეტს.