ჯაოშვილი ვახტანგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვახტანგ ჯაოშვილი

ვახტანგ ჯაოშვილი − (Vakhtang Jaoshvili) 2008-2012 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში; 2012-2018 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში – აკრედიტებული ჯიბუტის რესპუბლიკაში, სეიშელისრესპუბლიკაში, სომალის ფედერაციულ რესპუბლიკასა და კენიის რესპუბლიკაში; 2018-დან – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში – აკრედიტებული ბაჰრეინის სამეფოში, ომანის სასულთნოსა და იემენის რესპუბლიკაში

დაიბადა: 23 აგვისტო, 1973 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება: 1990-1995 − თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით, დიპლომი წარჩინებით; 1991-1994 − თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის მეორადი ფაკულტეტი; 1995-1996 − საფრანგეთი, პარიზის დიდროს უნივერსიტეტი, გეოგრაფია და ისტორია.

სამუშაო გამოცდილება:
1997-1999 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრი, მრჩეველი;
1999-2004 − ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოში ეკავა ატაშეს, მესამე, მეორე და პირველი მდივნის თანამდებობები, შემდგომში − საკონსულო სამსახურის უფროსი;
2004-2008 − საფრანგეთში საქართველოს საელჩო − ეკავა უფროსი მრჩევლისა და საკონსულო სამსახურის უფროსის თანამდებობები;
2012 − აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2018 − ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი.

ფლობს: ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ ენებს, ებრაულს − სამუშაო დონეზე.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები