ჰააგის კონფერენცია საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰააგის კონფერენცია საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებსაერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმების უნიფიკაციისათვის ხელშეწყობა. წესდების თანახმად (მიღებულია 1951, ძალაში შევიდა 1955), კონფერენცია ფუნქციონირებს საერთაშორისო კერძო სამართლის კოდიფიკაციის შესახებ ნიდერლანდის სახელმწიფო კომისიის ეგიდით, რომელიც შეისწავლის შემოსულ წინადადებებს, განსაზღვრავს დღის წესრიგსა და კონფერენციის შემდგომი სესიების ჩატარების ვადებს (მოიწვევა ნიდერლანდის მთავრობის მიერ 4 წელიწადში ერთხელ. მუდმივი ბიურო, რომელიც მოქმედებს სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელობით და შედგება გენერალური მდივნისა და 2 მდივნისაგან, ახორციელებს სესიების პრაქტიკულ მომზადებასა და ჩატარებას (ადგილსამყოფელი – ჰააგა). სესიათა შორის პერიოდებში კონფერენციის სამუშაო ორგანოებია: სპეციალური კომისიები, რომლებიც იქმნება კონფერენციის სესიების ან სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით მრავალმხრივი კონვენციების პროექტების მომზადების, საერთაშორისო კერძო სამართლის სფეროში სახელმწიფოთა პრაქტიკის შესწავლის და ა.შ. მიზნით.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები