ჰააგის კონფერენცია 1922

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰააგის კონფერენცია 1922 – საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკური კონფერენცია ჰააგაში (ნიდერლანდი), ჩატარდა 1922 წლის 15 ივნისისა და 19 ივლისის გენუის კონფერენციის გადაწყვეტილებით.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ გენუის კონფერენციის მონაწილე ქვეყნები (გარდა გერმანიისა). საბჭოთა დელეგაციას მეთაურობდა მ. ლიტვინოვი. კონფერენციას უნდა განეხილა კაპიტალისტური ქვეყნების პრეტენზიები საბჭოთა სახელმწიფოსადმი, რომელიც დაკავშირებული იყო უცხოელი კაპიტალისტების საკუთრების ნაციონალიზაციასთან, მეფისა და დროებითი მთავრობების ვალების გაუქმებასთან, საბჭოთა რუსეთისათვის კრედიტის მიცემასთან. საბჭოთა რუსეთის დელეგაცია, ისევე როგორც გენუაში, ჰააგაშიც თავგამოდების იცავდა თავის პოზიციას და უარყოფდა მოთხოვნას რუსეთის ტერიტორიაზე უცხოელებისათვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნების შესახებ. ამის გამო, კაპიტალისტური ქვეყნების წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს საბჭოთა რუსეთისათვის კრედიტის გამოყოფაზე. ჰააგის კონფერენციას, არსებითად, არავითარი გადაწყვეტილება არ მიუღია.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები