ჰააგის სამშვიდობო კონვენციები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰააგის სამშვიდობო კონვენციები

სარჩევი

საერთაშორისო კონვენციები ომის კანონებისა და ჩვეულებების შესახებ

საერთაშორისო კონვენციები ომის კანონებისა და ჩვეულებების შესახებ, როლებიც მიიღეს ჰააგის პირველ და მეორე სამშვიდობო კონფერენციებზე 1899 (მოწვეულ იქნა რუსეთის ინიციატივით) და 1907.

ჰააგის პირველმა კონფერენციამ (მონაწილეობდა 27 სახელმწიფოდიდი ბრიტანეთი, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, იაპონია და სხვა.) მიიღო 3 კონვენცია (საერთაშორისო შეტაკებათა მშვიდობიანი მოწესრიგების შესახებ, სახმელეთო ომის კანონებისა და ჩვეულებების შესახებ, საზღვაო ომის მიმართ ჟენევის 1864 წლის 10 აგვისტოს კონვენციის საწყისების გამოყენების შესახებ, და 3 დეკლარაცია, რომლებიც კრძალავდა ჰაერში მფრინავი ობიექტებიდან ყუმბარების და სხვა ფეთქებადი ნივთიერებების ჩამოყრას, მხუთავი და სხვა მავნე აირების გამოყენებას, ისეთი ტყვიის ხმარებას, რომელიც სხეულში ადვილად იშლება ან იჭყლიტება.

ჰააგის მეორე კონფერენციაზე. რომელშიც 44 სახელმწიფო მონაწილეობდა. მიღებულ იქნა 8 კონვენცია. აქედან მოქმედია: საერთაშორისო შეტაკებათა მშვიდობიანის მოწესრიგების, სახელშეკრულებო სავალო ვალდებულების გასანაღდებლად ძალის გამოყენების შეზღუდვის, სამხედრო მოქმედების დაწყების, სახმელეთო ომის კანონებისა და ჩვეულებების, სახმელეთო ომის შემთხვევაში ნეიტრალურ სახელმწიფოთა და პირთა უფლება-მოვალეობების, სამხედრო მოქმედების დაწყებისას მტრის სავაჭრო გემების მდგომარეობის, სავაჭრო გემების სამხედრო ხომალდებად გარდაქმნის. ომის დროს საზღვაო ძალებით ბომბარდირების, ომში შეპყრობის უფლებით სარგებლობის ზოგიერთი შეზღუდვისა და ომის შემთხვევაში ნეიტრალური სახელმწიფოების უფლება-მოვალეობათა შესახებ.

სსრ კავშირმა ცნო რევოლუციამდელი რუსეთის მთავრობის მიერ რატიფიცირებული ყველა კონვენცია იმ მოთხოვნებისა და ცვლილებების გათვალისწინებით, რომლებიც გაეროს წესდებით და თანამედროვე საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით არის დადგენილი.

ჰააგის კონვენცია შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის შესახებ 1954| კონვენცია სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში კულტურულ ფასეულობათა დაცვის შესახებ

კრძალავს არქიტექტურისა და ხელოვნების ძეგლების, ხელნაწერთა, წიგნების, კოლექციების, საარქივო მასალის, მუზეუმების, ბიბლიოთეკებისა და წიგნსაცავების განადგურებას, როგორც სამხედრო მოქმედებების, ისე ოკუპაციის დროს.

საერთაშორისო კერძო სამართლის კონვენციები

1902-05, 1955, 1956, 1961 და სხვ. ბევრი მათგანი აღარ მოქმედებს, ხოლო, რამდენიმე, მეორე მსოფლიო ომის (1939-45) შემდეგ პერიოდში დადებული, ნაკლებად გამოიყენება. კონვენციათა ამ ჯგუფში სსრკ არ მონაწილეობდა

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები