ჰაიეკი ფრიდრიხ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰაიეკი ფრიდრიხ ავგუსტ ფონ

ჰაიეკი ფრიდრიხ ავგუსტ ფონ – (1919-1992) (Hayek Friedrich A. von), ავსტრიელი ეკონომისტი და პოლიტიკის ფილოსოფოსი;

დაიბადა და განათლება მიიღო ვენაში, ხელმძღვანელობდა კათედრებს ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში, ჩიკაგოს, ფრაიბურგისა და ზალცბურგის უნივერსიტეტებში. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა ლონდონის ეკონომიკის სკოლასა, ჩიკაგოს, ფრაიბურგისა და ზალცბურგის უნივერსიტეტებში. 1974 წელს გ. მიურდალთან ერთად, მიენიჭა ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია. ეკუთვნის ფუძემდებლური ნაშრომები ფულისა და ეკონომიკური რყევის თეორიებში: „ფასები და წარმოება“ (1931), „გზა მონობისაკენ“ (1944), „თავისუფლების კონსტიტუცია“ (1960), „სტიუარტ მილი და ჰერიეთ ტეილორი“ (1951) და ა.შ.

როგორც ე.წ. „ავსტრიული სკოლის“ წარმომადგენელს, ჰაიეკს ღრმად სწამდა ინდივიდუალიზმისა და საბაზრო ურთიერთობების ღირებულებანი და ამათრახებდა სოციალიზმს. მისი „გზა მონობისაკენ“ პირველი ნაშრომია, რომელიც ეკონომიკაში ინტერვენციონალიზმს უპირისპირდება; შემდგომ, უკვე პოლიტიკური ფილოსოფიის თემატიკას ეძღვნება მისი „თავისუფლების კონსტიტუცია“ და კანონი, „კანონმდებლობა და თავისუფლება“. ჰაიეკის ფილოსოფიურ-პოლიტიკურმა მემკვიდრეობამ უდიდესი ზეგავლენა იქონია ახალი მემარჯვენეობის ჩამოყალიბებაზე.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები