ჰალუცინაციების კლინიკური გამოხატულება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰალუცინაციების კლინიკური გამოხატულება - ჰალუცინაციებს ვხვდებით სხვადასხვა სახის დარღვევებისას, განსაკუთრებით შიზოფრენიის, მწვავე აფექტური აშლილობის, ორგანული დარღვევებისა და დისოციაციური მდგომარეობების დროს. ამიტომაც, ჰალუცინაციის არსებობის დადგენა თავისთავად დიდად ვერ დაგვეხმარება დიაგნოზის დასმაში. თუმცა, ჰალუცინაციის ტიპებს, დიდი მნიშვნელობა აქვს დიაგნოსტიკისთვის:
- სმენითი ჰალუცინაციები
- მხედველობითი ჰალუცინაციები
- აუტოსკოპიური ჰალუცინაციები
- ყნოსვითი და გემოვნებითი ჰალუცინაციები
- ტაქტილური და სომატური ჰალუცინაციები