ჰარიმანი უილიამ ავერელ
უილიამ ავერელ ჰარიმანი – (ინგ. William Averell Harriman; დ. 15 ნოემბერი 1891, — გ. 26 ივლისი 1986,), აშშ-ის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი.
1933-40 ეკავა მთელი რიგი ადმინისტრაციული თანამდებობები, მათ შორის იყო პრეზიდენტ ფ. დ. რუზველტის მრჩეველი მრეწველობისა და ფინანსების საკითხებში;
1941 – აშშ პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი დესპანის რანგით დიდ ბრიტანეთში.
1941 წლის აგვისტოდან – აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ელჩის რანგით. ხელმძღვანელობდა აშშ-ის სპეციალურ მისიას სსრკ-ში; აშშ-ის დელეგაციის მეთაური მოსკოვის კონფერენციაზე 1941.
1942-43 ლენდლ-ლიზით საქონლის მიწოდების საქმეში ლონდონში არსებულ სამოკავშირეო ორგანოებში ხელმძღვანელ თანამდებობებზეა;
1943-46 – აშშ-ის ელჩი სსრკ-ში, მონაწილეობდა თეირანის 1943, ყირიმის (იალტის) 1945 და ბერლინის (პოტსდამის) 1945 კონფერენციებში.
1946 – აშშ-ის ელჩი დიდ ბრიტანეთში;
1946-48 – აშშ-ის ვაჭრობის მინისტრი:;
1948-50 – აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ევროპაში „მარშალის გეგმის“ განხორციელების საქმეში;
1950-51 – აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე;
1951 – აშშ-ის წარმომადგენელი ნატოს თავდაცვის დაგეგმარების კომისიაში;
1951-53 − უშიშროების „ურთიერთ უზრუნველყოფის პროგრამის“ განხორციელების სამმართველოს დირექტორი.
1955-58 – ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი;
1961 და 1965-68 – საგანგებო დავალებათა ელჩი;
1961- 63 – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე შორეული აღმოსავლეთის საკითხებში, ხელმძღვანელობდა აშშ-ის დელეგაციას ლაოსის საკითხის მოსაგვარებლად მოწვეულ ჟენევის თათბირზე;
1963-65 – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში, ხელმძღვანელობდა აშშ-ის დელეგაციას მოლაპარაკებებზე ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის შესახებ ატმოსფეროში, კოსმოსურ სივრცესა და წყალქვეშ 1963 ხელშეკრულების დასადებად;
1968-69 – აშშ-ის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი პარიზის მოლაპარაკებაზე ვიეტნამის საკითხის რეგულირების თაობაზე 1968-73
1969 წ-დან თადარიგშია.
1974-დან – აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის საგარეო-პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე.