ჰელიოელექტრული სადგური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰელიოელექტრული სადგური

ჰელიოელექტრული სადგურიჰელიოდანადგარი, რომელიც გარდაქმნის მზის სხივურ ენერგიას ელექტრულ ენერგიად. ჰელიოელექტრული სადგური შესაძლოა მუშაობდეს თბური ციკლით (ამრეკლავი – ორთქლის ქვაბი – ორთქლის ძრავა – გენერატორი) ან გამოყენებული იქნას თერმოელექტრული ან ფოტოელექტრული გენერატორები. ჰელიოელექტრული სადგური ეკონომიკურად გამართლებულია იმ რაიონებში, სადაც მზიანი დღეების დიდი რაოდენობაა და არ არსებობს (ან არასაკმარისია) ენერგიის სხვა სახეები. ის შეუცვლელი დანადგარია დედამიწის ხელოვნური თანამგზავრებისა და კოსმოსური ხომალდების ენერგომომარაგებისათვის.






წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები