ჰიდრავლიკური დომკრატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰიდრავლიკური დომკრატი

ჰიდრავლიკური დომკრატიდომკრატი, რომელშიც ტვირთის საყრდენი დგუში იწევა სამუშაო სითხის ზემოქმედებით. ამ სითხეს ჭიქის ქვედა ღრუს აწვდის დგუშიანი ტუმბო, რომელსაც აქვს შემწოვი და დასაჭირხნი სარქველები. ტუმბოს ამუშავებენ ხელით (სახელურის მეშვეობით). ჰიდრავლიკური დომკრატი ძირითადად არის პერიოდული მოქმედების (ხელის ამძრავიანი), თუმცა შესაძლებელია იყოს უწყვეტი მოქმედებისაც (მექანიკურ ამძრავიანი). უწყვეტი მოქმედების დომკრატში სითხე გადაეცემა დგუშის ზედა სივრცეს, რის გამოც ჭიქა ტვირთთან, რეზერვუართან და დგუშთან ერთად ზემოთ გადაადგილდება. ჰიდრავლიკურ დომკრატს აქვს ლარტყული და ხრახნული დომკრატების ყველა ღირსება, მაღალია მისი მ.ქ.კ. (0,75-0,8), მდოვრედ იწევა, თვითდამუხრუჭებით ჩერდება ზუსტად, კომპაქტურია, დიდი ტვირთამწეობისაა (2-200 ტ), მაგრამ აქვს ნაკლიც: მცირეა მისი სიჩქარე და ერთ სამუშაო ციკლში აწევის სიმაღლე.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები