ჰიდროტექნიკური არხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰიდროტექნიკური არხი – ჰიდროტექნიკური ნაგებობა, ხელოვნური მდინარე, სადინარი. მისი დანიშნულებაა წყალი მდინარიდან, ტბიდან, წყალსაცავიდან, საგუბარიდან მიაწოდოს ჰიდრავლიკურ ტურბინებს, სარწყავ ფართობებს; ზედმეტი წყალი მოაშოროს სამშენებლო მოედანს ან დაჭაობებულ ადგილებს; სანაოსნოდ ერთმანეთს დააკავშიროს წყლის ორო აუზი, შიგა წყლების გზებზე გვერდი აუაროს რაიმე წინაღობებს და ა.შ.