ჰოლოგრაფიული გამოსახულება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰოლოგრაფიული გამოსახულება, ჰოლოგრამა – (hologram), რეალურად არსებული ობიექტის გამოსახულება, რომელიც მიიღება სინათლის ტალღის სივრცითი სტრუქტურის რეგისტრაციის გზით. ჰოლოგრამა ქმნის ობიექტის მოცულობის სრულ ილუზიას და გარეგნულად არ განსხვავდება ორიგინალისგან. კარტოგრაფიაში გამოიყენება ხმელეთის ზედაპირისა და ოკეანის ფსკერის რელიეფის ერთიანი მიმოხილვისა და შესწავლისათვის. ამისათვის, საფრენი აპარატებიდან იღებენ დედამიწის ზედაპირს, ხოლო ე.წ. ხმოვანი ჰოლოგრაფიით – ოკეანეებისა და ზღვების ფსკერს.