III კავშირებითი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

III კავშირებითიზმნის საუღლებელი ერთეული; დრო-კილოთა II სერიის მწკრივი, დრო – წარსული, კილო – კავშირებითი. ამ მწკრივებში მოქმედებითი და საშუალ-მოქმედებითი გვარის ზმნები ინვერსიულია: ხდება ქცევათა ნეიტრალიზაცია – ყველა ზმნა საობიექტო ქცევის ფორმას იღებს. სამპირიანი ზმნა ორპირიანი ხდება – გაუჩინარდება ირიბი ობიექტი. III კავშირებითში ე- პრეფიქსი იჩენს თავს (ა-ე-ღოს, გა-ე-კეთებინოს..); III კავშირებითის წარმოების ორი ძირითადი მოდელი გვაქვს: ზმნათა ერთი ნაწილის ფორმები ემთხვევა II კავშირებითის მარტივ ფუძეს (გა-ე-ზარდ-ო-ს, და-ე-ხატ-ო-ს…); ზმნების მეორე ნაწილი კი შუალობითი კონტაქტის ზმნათა IIკავშირებითის ფუძეს გამოიყენებს (ა-ე-შენ-ებ-ინ-ო-ს, და-ე-სახლ-ებ-ინ-ო-ს…).

ვნებითი და საშუალ-ვნებითი გვარის ზმნებში ერთპირიანი ზმნები წარსული დროის ვნებითი გვარის -ინ სუფიქსიან მიმღეობაზე მეშველ ზმნას დაირთავენ II კავშირებითის ფორმით (აშენებულ-იყოს, გაზრდილ-იყოს…); ორპირიანები აწმყოს ფუძეზე -ოდ-ე ფორმანტს დაირთავენ (ა-შენ-ებ-ოდ-ე-ს, გა-ზრდ-ოდ-ე-ს, და-მალ-ვ-ოდ-ე-ს…).

გ. გოგოლაშვილი


ლიტერატურა

  • ჩიქობავა არნ. ქართული ენის ზოგადი დახასიათება. – ქეგლ, ტ. I, თბ., 1950;
  • შანიძე ა. ქართული (ენის) გრამატიკის საფუძვლები, I, თბ. 1953 (1973).


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები