II კავშირებითი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

II კავშირებითი – საუღლებელი ერთეული, დრო-კილოთა მეორე სერიის მწკრივი, დრო – მომავალი, კილო – კავშირებითი ან ბრძანებითი, ასპექტი – სრული ან უსრული.

II კავშირებითის მწკრივის ნიშნებია -ა,-ე, -ო; -ო გვაქვს ზმნებთან, რომელთაც წყვეტილის მწკრივში -ე სუფიქსი მოუდის; -ე სუფიქსით აწარმოებს II კავშირებითს სუფიქსიანი და უნიშნო ვნებითები; სხვა შემთხვევებში -ა სუფიქსი გამოიყენება. III სუბიექტური პირის ნიშნად მხოლობითში -ს, ხოლო მრავლობითში -ნ სუფიქსები გვაქვს.

ზმნისწინი ასპექტიან ზმნებში ახდენს სრული და უსრული ასპექტის დაპირისპირებას; სხვა შემთხვევაში აღნიშნავს მიმართულებას ან მნიშვნელობას უცვლის ზმნას. II კავშირებითში ვნებითი გვარის ზმნები უზმნისწინოდ, ჩვეულებრივ, არ იხმარება. II კავშირებითის I სუბიექტური პირის მრავლობითისა და II პირის ფორმები გამოიყენება ბრძანებითი კილოს გამოსახატავად (გავაკეთოთ! გააკეთოს! გააკეთონ!).

გ. გოგოლაშვილი



ლიტერატურა

  • შანიძე ა. ქართული გრამატიკის საფუძვლები. I, თბ., 1980;
  • გოგოლაშვილი გ. დრო-კილითა მეორე სერიის ფორმები ახალ ქართულში, თბ.,I934;
  • მისივე, მეორე კავშირებითის ფორმათა წარმოების ზოგი საკითხი თანამედროვე ქართულში. – „ქსკს“, წგ. 6, თბ., 1984.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები