არადეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 3: ხაზი 3:
 
1483 წ. აგვისტოში არადეთის მახლობლად შედგა [[ბრძოლა]] [[ქართლი]]ს მეფე კონსტანტინე II-სა (1478-1505) და [[სამცხე|სამცხის]] [[ათაბაგი|ათაბაგ]] ყვარყვარე II ჯაყელს შორის. მეფის დამარცხებამ დააჩქარა საქართველოს დაშლის პროცესი, ხოლო საათაბაგო საბოლოოდ გამოეყო საქართველოს. XVII-XVIII სს-ში არადეთი საციციანოში შედიოდა (გვრიტიშვილი 1955:127).
 
1483 წ. აგვისტოში არადეთის მახლობლად შედგა [[ბრძოლა]] [[ქართლი]]ს მეფე კონსტანტინე II-სა (1478-1505) და [[სამცხე|სამცხის]] [[ათაბაგი|ათაბაგ]] ყვარყვარე II ჯაყელს შორის. მეფის დამარცხებამ დააჩქარა საქართველოს დაშლის პროცესი, ხოლო საათაბაგო საბოლოოდ გამოეყო საქართველოს. XVII-XVIII სს-ში არადეთი საციციანოში შედიოდა (გვრიტიშვილი 1955:127).
  
 +
==== სახელწოდბა ====
 
გავრცელებული თქმულების მიხედვით არადეთი თურმე ამ მიდამოებში [[არაბები|არაბების]] (არაბეთის) [[ლაშქრობა]]სთან და მათ აქ დგომასთან ყოფილა დაკავშირებული.
 
გავრცელებული თქმულების მიხედვით არადეთი თურმე ამ მიდამოებში [[არაბები|არაბების]] (არაბეთის) [[ლაშქრობა]]სთან და მათ აქ დგომასთან ყოფილა დაკავშირებული.
  

მიმდინარე ცვლილება 18:55, 26 მაისი 2024 მდგომარეობით

არადეთი – სოფელი საქართველოში, შიდა ქართლში. იგი გაშენებულია მდინარე დვანისწყლის ხეობაში.

1483 წ. აგვისტოში არადეთის მახლობლად შედგა ბრძოლა ქართლის მეფე კონსტანტინე II-სა (1478-1505) და სამცხის ათაბაგ ყვარყვარე II ჯაყელს შორის. მეფის დამარცხებამ დააჩქარა საქართველოს დაშლის პროცესი, ხოლო საათაბაგო საბოლოოდ გამოეყო საქართველოს. XVII-XVIII სს-ში არადეთი საციციანოში შედიოდა (გვრიტიშვილი 1955:127).

[რედაქტირება] სახელწოდბა

გავრცელებული თქმულების მიხედვით არადეთი თურმე ამ მიდამოებში არაბების (არაბეთის) ლაშქრობასთან და მათ აქ დგომასთან ყოფილა დაკავშირებული.

სხვაგვარი გადმოცემის მიხედვით არადეთი უკუთქმითი ბრძანებითი ფორმისაგან ყოფილა წარმომდგარი („არ ადექი!“): „არადეთში ძველად ხშირად იმართებოდა ჭიდაობა ქართველებისა და თათრის ფალავნებს შორის. ჩვენებს ერთი გათქმული მოჭიდავე ჰყოლიათ, საღოლაშენიდანა ყოფილა. იმის მომრევი მთელ იმ ფრონის ხევზე კაციშვილი არ დადიოდა. ეს საღოლაშნელი ბიჭი დასჭიდებია თათრის ფალავანს და მიწაზე ორივე ბეჭით ისე დაუხეთქებია, რომ თათრების სანაქებო ფალავანი თურმე კარგა ხანს უგონოდ ეგდო წრეში. გახარებული ქართველები ხმამაღლა გაიძახოდნენ: „დაწექი და არ ადექი! დაწექი და არ ადექიო!“. აი, ამ არადექი-დან წამოსულა სოფლის სახელიც.“

ტოპონიმ არადეთში გამოყოფენ -ეთ- სუფიქსს, არად- ფუძის მნიშვნელობა კი ამჟამად ნათელი არ არისო, – წერს აკ. შანიძე.

სოფელ არადეთის სახელწოდების სავარაუდო ახსნა მოგვცა ცნობილმა ქართველმა არქეოლოგმა იულონ გაგოშიძემ, რომელმაც ტოპონიმის ასახსნელად ავესტური ღვთაების ანაჰიტას სახელი არდვი სურა მოიშველია. ვარაუდი უთუოდ საყურადღებოა და საინტერესოც, ოღონდ არა გვგონია ტოპონიმი ისეთი სიძველისა იყოს, რომ მასში ამოსავლად ავესტური ღვთაების სახელი ვიგულოთ. ტოპონიმები, ჩვეულებრივ, ხალხის მეტყველებაში არსებულ, აქტიური ხმარების სიტყვათაგან იწარმოებიან და არა უცხოენოვანი ფორმებისაგან; რომელთა მნიშვნელობაც ხალხმა ხშირად არც იცის. მეორეცაა და არდვი, არდვისურა-საგან სრულხმოვნიანი არად- ძირის მიღება ფონეტიკურად საკმაო სირთულეებს აწყდება. ალბათ, უფრო მოსალოდნელი იყო პირუკუ პროცესი: არად – არდ. (ფუძის მომდევნო -ეთ სუფიქსი გავლენის გზით). მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ მეზობლად მდებარე თეთრი წყაროს რაიონში დასტურდება სოფელი არდის-უბან-ი, რომელიც XVII ს. ქართულ ეკონომიკურ საბუთებში წარმოდგენილი ყოფილა როგორც არდასუბანი. ვფიქრობთ, როგორც ერთი, ისე მეორე სოფლის სახელწოდებისათვის ამოსავალი უნდა იყოს ანთროპონიმი – ადამიანის გვარსახელური ერთეული, რაზედაც, სხვათა შორის, ნათლად მეტყველებს -ეთ სუფიქსიც და საზღვრული უბან-სიტყვაც, რომელიც ძირითადად გვარებისაგან მომდინარე ტოპონიმებთან გვხვდება (მდრ. ბარდუბან-ი „ბარდაველიძეების უბანი“, ჯიქთუბან-ი, „ჯიქიების უბანი“, ლეჟუბან-ი „ლეჟავების უბანი“ და სხვ. მრ.). მოსალოდნელია სხვა შესაძლებლობაც: არდისუბანი – „სოფელი, სადაც მრავლად ხარობს მცენარე არდი (იგივე ვარდკაჭაჭა).

[რედაქტირება] წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები