ოლიმპიური კონგრესი
| ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
განახლებული ოლიმპიური ქარტიის თანახმად, სოკ-ის გადაწყვეტილებით და მისი პრეზიდენტის თაოსნობით, ოლიმპიურ | განახლებული ოლიმპიური ქარტიის თანახმად, სოკ-ის გადაწყვეტილებით და მისი პრეზიდენტის თაოსნობით, ოლიმპიურ | ||
კონგრესს 8 წელიწადში ერთხელ იწვევენ და მას სათათბირო-საკონსულტაციო ხასიათი აქვს. კონგრესი შედგება სოკ-ის წევრებისა და საპატიო წევრებისაგან, საერთაშორისო სპორტული ფედერაციების, ეოკ-ებისა და სოკ-ის მიერ აღიარებული სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლების, მოწვეული სპორტსმენებისა და სხვა პირებისაგან. კონგრესის დღის წესრიგს ამტკიცებს სოკ-ის აღმასრულებელი საბჭო. სულ გაიმართა 13 ოლიმპიური კონგრესი. | კონგრესს 8 წელიწადში ერთხელ იწვევენ და მას სათათბირო-საკონსულტაციო ხასიათი აქვს. კონგრესი შედგება სოკ-ის წევრებისა და საპატიო წევრებისაგან, საერთაშორისო სპორტული ფედერაციების, ეოკ-ებისა და სოკ-ის მიერ აღიარებული სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლების, მოწვეული სპორტსმენებისა და სხვა პირებისაგან. კონგრესის დღის წესრიგს ამტკიცებს სოკ-ის აღმასრულებელი საბჭო. სულ გაიმართა 13 ოლიმპიური კონგრესი. | ||
| + | |||
| + | ===1894 წლის 16-23 ივნისი, პარიზი, სორბონი=== | ||
| + | ორგანიზატორი — საფრანგეთის სპორტული ათლეტიკის საზოგადოებათა კავშირი (თავმჯდომარე — ლეონ დე ჟანვიე, გენერალური მდივანი — პიერ დე კუბერტენი). კონგრესის მუშაობაში 2000-მდე კაცი მონაწილეობდა, მაგრამ მოთავეთა ჯგუფი შედარებით მცირერიცხოვანი იყო: მასში შედიოდა საორგანიზაციო კომიტეტის 10 | ||
| + | წევრი და 37 სპორტული ფედერაციის მიერ წარგზავნილი 78 დელეგატი, რომელთაგან საფრანგეთს წარმოადგენდა 58, [[აშშ]]-ს, [[რუსეთი|რუსეთ]]ს, [[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთს]], [[საბერძნეთი|საბერძნეთს]], [[იტალია]]ს, [[ესპანეთი|ესპანეთს]], [[ბელგია]]სა და [[შვედეთი|შვედეთს]] — 20. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს ბერძენი [[დემეტრიოს ვიკელასი]], გენერალურ მდივნად — პიერ დე კუბერტენი. კონგრესმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება ოლიმპიური თამაშების აღდგენის შესახებ | ||
| + | |||
| + | ===1897 წლის 23-31 ივნისი, ჰავრი=== | ||
| + | ორგანიზატორი — საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი. კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა 60 დელეგატი [[საფრანგეთი]]დან, დიდი ბრიტანეთიდან, | ||
| + | [[გერმანია|გერმანიიდან]], [[უნგრეთი]]დან, [[ბულგარეთი]]დან, რუსეთიდან, იტალიიდან, აშშ-დან, შვედეთიდან და ესპანეთიდან. განიხილეს სპორტული ჰიგიენისა და პედაგოგიკის საკითხები. მიიღეს დადგენილებები სხვადასხვა საკითხზე | ||
| + | [[ფაილი:Sokis delegcia olimpiashi.PNG|thumb|200პქ||საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დელეგაცია ოლიმპიაში. 2016 წელი]] | ||
| + | |||
| + | ===1905 წლის 9-14 ივნისი, ბრიუსელი=== | ||
| + | საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი — გრაფი [[ანრი დე ბაიე ლატური]], თავმჯდომარე — პიერ დე კუბერტენი. კონგრესზე მუშაობდა სამი კომისია. განიხილეს სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სხვადასხვა საკითხი, მათ შორის სპეციალისტთა მომზადების, სკოლაში ფიზიკური აღზრდის ორგანიზაციის, | ||
| + | სასპორტო ნაგებობათა მშენებლობისა. | ||
| + | |||
| + | ===1906 წლის 23-25 ივნისი, პარიზი=== | ||
| + | საკონსულტაციო კონფერენცია. საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი და კონგრესის თავმჯდომარე - პიერ დე კუბერტენი. მიიღეს დადგენილება, რომელიც ითვალისწინებდა ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ლიტერატორთა, არქიტექტორთა, მხატვართა, მოქანდაკეთა და მუსიკოსთა კონკურსების ჩართვას. | ||
| + | დადგენილება სრულდებოდა 1912-1948 წლებში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე. | ||
| + | |||
| + | |||
==წყარო== | ==წყარო== | ||
19:30, 6 თებერვალი 2021-ის ვერსია
ოლიმპიური კონგრესი - ოლიმპიურ მოძრაობაში გაერთიანებული ორგანიზაციებისა და მათი წევრების წარმომადგენლობითი თავყრილობა, რომელსაც სესიის გადაწყვეტილებით იწვევს სოკ-ის პრეზიდენტი. 1894-1930 წლებში მოეწყო 9 კონგრესი, რომელთაგან რვის ორგანიზატორი პიერ დე კუბერტენი იყო. შემდეგ მთელი 43 წლის განმავლობაში ოლიმპიური კონგრესი აღარ გამართულა. განახლდა 1973 წელს ვარნაში.
განახლებული ოლიმპიური ქარტიის თანახმად, სოკ-ის გადაწყვეტილებით და მისი პრეზიდენტის თაოსნობით, ოლიმპიურ კონგრესს 8 წელიწადში ერთხელ იწვევენ და მას სათათბირო-საკონსულტაციო ხასიათი აქვს. კონგრესი შედგება სოკ-ის წევრებისა და საპატიო წევრებისაგან, საერთაშორისო სპორტული ფედერაციების, ეოკ-ებისა და სოკ-ის მიერ აღიარებული სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლების, მოწვეული სპორტსმენებისა და სხვა პირებისაგან. კონგრესის დღის წესრიგს ამტკიცებს სოკ-ის აღმასრულებელი საბჭო. სულ გაიმართა 13 ოლიმპიური კონგრესი.
სარჩევი |
1894 წლის 16-23 ივნისი, პარიზი, სორბონი
ორგანიზატორი — საფრანგეთის სპორტული ათლეტიკის საზოგადოებათა კავშირი (თავმჯდომარე — ლეონ დე ჟანვიე, გენერალური მდივანი — პიერ დე კუბერტენი). კონგრესის მუშაობაში 2000-მდე კაცი მონაწილეობდა, მაგრამ მოთავეთა ჯგუფი შედარებით მცირერიცხოვანი იყო: მასში შედიოდა საორგანიზაციო კომიტეტის 10 წევრი და 37 სპორტული ფედერაციის მიერ წარგზავნილი 78 დელეგატი, რომელთაგან საფრანგეთს წარმოადგენდა 58, აშშ-ს, რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, საბერძნეთს, იტალიას, ესპანეთს, ბელგიასა და შვედეთს — 20. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს ბერძენი დემეტრიოს ვიკელასი, გენერალურ მდივნად — პიერ დე კუბერტენი. კონგრესმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება ოლიმპიური თამაშების აღდგენის შესახებ
1897 წლის 23-31 ივნისი, ჰავრი
ორგანიზატორი — საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი. კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა 60 დელეგატი საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, უნგრეთიდან, ბულგარეთიდან, რუსეთიდან, იტალიიდან, აშშ-დან, შვედეთიდან და ესპანეთიდან. განიხილეს სპორტული ჰიგიენისა და პედაგოგიკის საკითხები. მიიღეს დადგენილებები სხვადასხვა საკითხზე
1905 წლის 9-14 ივნისი, ბრიუსელი
საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი — გრაფი ანრი დე ბაიე ლატური, თავმჯდომარე — პიერ დე კუბერტენი. კონგრესზე მუშაობდა სამი კომისია. განიხილეს სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სხვადასხვა საკითხი, მათ შორის სპეციალისტთა მომზადების, სკოლაში ფიზიკური აღზრდის ორგანიზაციის, სასპორტო ნაგებობათა მშენებლობისა.
1906 წლის 23-25 ივნისი, პარიზი
საკონსულტაციო კონფერენცია. საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი და კონგრესის თავმჯდომარე - პიერ დე კუბერტენი. მიიღეს დადგენილება, რომელიც ითვალისწინებდა ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ლიტერატორთა, არქიტექტორთა, მხატვართა, მოქანდაკეთა და მუსიკოსთა კონკურსების ჩართვას. დადგენილება სრულდებოდა 1912-1948 წლებში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე.