დროშა
| (ერთი მომხმარებლის 7 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Drosha.jpg|thumb|400პქ|დროშა]] | [[ფაილი:Drosha.jpg|thumb|400პქ|დროშა]] | ||
| − | '''დროშა''' - ''(დროშაკი)''. მატერიალური კულტურის უძველესი მონაპოვარი, რომელიც ცოცხლობს და მოქმედებს დღევანდელ დღემდე. დროშა არის სახელმწიფოს სიმბოლიკის ნიშანი, ძალაუფლების გამომხატველი, ბრძოლისას ჯარის ნაწილების განმასხვავებელი, რელიგიური საკულტო საგანი და სხვადასხვა სპეციფიკური დანიშნულების მქონე სიმბოლო. | + | '''დროშა''' - ''(დროშაკი)''. მატერიალური კულტურის უძველესი მონაპოვარი, რომელიც ცოცხლობს და მოქმედებს დღევანდელ დღემდე. დროშა არის [[სახელმწიფო|სახელმწიფოს]] [[სიმბოლო|სიმბოლიკის]] ნიშანი, ძალაუფლების გამომხატველი, [[ბრძოლა|ბრძოლისას]] [[ჯარი|ჯარის]] ნაწილების განმასხვავებელი, რელიგიური საკულტო საგანი და სხვადასხვა სპეციფიკური დანიშნულების მქონე სიმბოლო. |
| − | დროშის სინონიმს ქართულ ლიტერატურულ ძეგლებში წარმოადგენს ბავრაყი, რაც [ | + | დროშის სინონიმს ქართულ ლიტერატურულ ძეგლებში წარმოადგენს [[ბავრაყი]], რაც [[სულხან-საბა ორბელიანი|საბა ორბელიანის]] განმარტებით, სამღვდელო დროშას აღნიშნავს, განსხვავებით სხვათაგან, სვანების დროშა [[ლემა|ლემ-ად]] იწოდებოდა. დროშის ძირითადი ნაწილებია - ტარი, [[ბუნი]], კალთები და ზოგჯერ ბუდეც, სადაც მას ინახავდნენ. |
| − | [[ქართველები]] შორეულ ხანაში ცხოვრობდნენ წინა აზიის ხალხთა არეალში, ნაზიარებნი იყვნენ მათ კულტურულ მემკვიდრეობას და საფიქრებელია, რომ მათაც შუმერების, ასურელების, ბაბილონელებისა და სხვათა მსგავსად უნდა ჰქონოდათ თავიანთი დროშები როგორც გამარჯვების აღმნიშვნელი, ასევე რელიგიურ კულტთან დაკავშირებული. არქეოლოგიური მასალები ადასტურებენ, რომ წინაქრისტიან ქართველთა დროშებზე გამოსახული იყო ნაყოფიერების ღვთაებები, ციური სიმბოლოები და ზოომორფული არსებანი. | + | [[ქართველები]] შორეულ ხანაში ცხოვრობდნენ წინა [[აზია|აზიის]] ხალხთა არეალში, ნაზიარებნი იყვნენ მათ კულტურულ მემკვიდრეობას და საფიქრებელია, რომ მათაც [[შუმერი|შუმერების]], ასურელების, [[ბაბილონი|ბაბილონელებისა]] და სხვათა მსგავსად უნდა ჰქონოდათ თავიანთი დროშები როგორც გამარჯვების აღმნიშვნელი, ასევე [[რელიგია|რელიგიურ]] [[კულტი|კულტთან]] დაკავშირებული. არქეოლოგიური მასალები ადასტურებენ, რომ წინაქრისტიან ქართველთა დროშებზე გამოსახული იყო ნაყოფიერების ღვთაებები, ციური სიმბოლოები და ზოომორფული არსებანი. |
| − | პირდაპირ ცნობას ქართული დროშის შესახებ გვაწვდის VI ს. ისტორიკოსი აგათია სქოლასტიკოსი: როდესაც ბიზანტიის კეისარმა წათე მეფედ დაამტკიცა, ამით გახარებული ლაზები აღმართული დროშებით მიაცილებდნენ მას. წმ. ნინოს შატბერდისეული ცხოვრების წიგნის ავტორი დიდი მხატვრული ოსტატობით წარმოადგენს სადღესასწაულოდ გამოსული დროშებაღმართული ხალხის ჯარობას. კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობით, როცა ქართველი დიდებული ვისიმე მფარველობას ცნობდა, თავის სამფლობელოს ცენტრალურ ადგილას, თავის დროშასთან ერთად, მფარველის დროშასაც აღმართავდა. | + | პირდაპირ ცნობას ქართული დროშის შესახებ გვაწვდის VI ს. ისტორიკოსი აგათია სქოლასტიკოსი: როდესაც [[ბიზანტია|ბიზანტიის]] კეისარმა წათე მეფედ დაამტკიცა, ამით გახარებული ლაზები აღმართული დროშებით მიაცილებდნენ მას. [[წმინდა ნინო|წმ. ნინოს]] შატბერდისეული ცხოვრების წიგნის ავტორი დიდი მხატვრული ოსტატობით წარმოადგენს სადღესასწაულოდ გამოსული დროშებაღმართული ხალხის ჯარობას. კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობით, როცა ქართველი დიდებული ვისიმე მფარველობას ცნობდა, თავის სამფლობელოს ცენტრალურ ადგილას, თავის დროშასთან ერთად, მფარველის დროშასაც აღმართავდა. |
| − | აკად. | + | აკად. ივ. ჯავახიშვილის მოსაზრებით, გაერთიანებული [[საქართველო]]ს ხანაში სახელმწიფო სამეფო დროშის გარდა არსებობდა მეფის პირადი დროშებიც. [[სახელმწიფო დროშა]] იწოდებოდა სეფე დროშად. [[გიორგი IV ლაშა|ლაშა-გიორგის]] მემატიანის ცნობით, საქართველოს მეფის სასახლეზე დროშა იყო აღმართული. სამეფო დროშების გარდა იყო დროშა [[ამირსპასალარი|ამირსპასალარის]], კარის მოხელეების, საქართველოს ცალკეული კუთხეების მმართველების, საქართველოს მეფის [[ჯარი|ჯარის]], ყმადნაფიცი [[სახელმწიფო|სახელმწიფოების]] და საეკლესიო დროშები. „ძეგლი ერისთავთა“-ს ცნობით (XV ს.), [[ერისთავი|ერისთავებს]] დროშა მეფეთაგან ებოძებოდათ ხოლმე. |
| + | |||
| + | გარდა ჩამოთვლილისა, საგანგებო დროშები იყო განკუთვნილი საზეიმო შემთხვევებისთვის (მეფის კურთხევა, გამოსვლა, [[აღლუმი (სამხედრო)|აღლუმი]], ასპარეზობა), როგორც ამირან-დარეჯნიანშია ნათქვამი: „სცემდეს [[ბუკი|ბუკსა]] და [[დაფდაფი|დაბდაფსა]], წამოაყენეს დროშანი მრავალნი და ზმა იყო დიადი“. სტეფანოზ ორბელიანის მოწმობით, საქართველოს ამირსპასალარის განკარგულებაში იყო 12 [[სადროშო]] და თითოეულის ქვეშ 1000 კაცი იდგა. | ||
ისტორიული დროშები, დროშის დღევანდელ გაგებასთან რამდენამდე განსხვავებული აგებულებისანი იყვნენ და ძირითადად წარმოდგენილი არიან შემდეგი სახით: | ისტორიული დროშები, დროშის დღევანდელ გაგებასთან რამდენამდე განსხვავებული აგებულებისანი იყვნენ და ძირითადად წარმოდგენილი არიან შემდეგი სახით: | ||
| − | # დროშა, რომლის ალამი ქსოვილის იყო. | + | # დროშა, რომლის [[ალამი]] ქსოვილის იყო. |
# დროშა, რომელიც შედგებოდა ბუნზე დამაგრებული ლითონის დისკოსგან. | # დროშა, რომელიც შედგებოდა ბუნზე დამაგრებული ლითონის დისკოსგან. | ||
# ცხოველის სახის დროშები. | # ცხოველის სახის დროშები. | ||
# ლაბარუმები - მრავაკუთხედი ფირფიტა, რომელიც დამაგრებული იყო ბუნზე და ზოგჯერ შიგ ხატი იყო ჩადგმული. | # ლაბარუმები - მრავაკუთხედი ფირფიტა, რომელიც დამაგრებული იყო ბუნზე და ზოგჯერ შიგ ხატი იყო ჩადგმული. | ||
| − | # დროშა-ჯვრები - საეკლესიო დროშა, რომელიც წარმოადგენდა ბუნზე დამაგრებულ ჯვარს. | + | # დროშა-ჯვრები - საეკლესიო დროშა, რომელიც წარმოადგენდა ბუნზე დამაგრებულ [[ჯვარი|ჯვარს]]. |
| − | ქრისტიანული პერიოდის დროშებზე გამოსახული იყო ღვთისმშობელი ყრმით, იესო მაცხოვარი, წმ. გიორგი, მთავარანგელოზები, ადგილობრივი წმინდანები. სამეფო დროშის თავები ძირითადად წარმოადგენდა ჯვარს, იყო ასევე შუბის წვერის ფორმის და ხუთკუთხედი ფიგურის ფორმის დროშები. ზოგიერთი დროშა შემკული იყო ფუნჯებით. | + | [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] პერიოდის დროშებზე გამოსახული იყო ღვთისმშობელი ყრმით, იესო მაცხოვარი, წმ. გიორგი, [[მთავარანგელოზები]], ადგილობრივი [[წმინდანები]]. სამეფო დროშის თავები ძირითადად წარმოადგენდა ჯვარს, იყო ასევე [[შუბი|შუბის]] წვერის ფორმის და ხუთკუთხედი ფიგურის ფორმის დროშები. ზოგიერთი დროშა შემკული იყო ფუნჯებით. |
| − | შუა საუკუნეებში ქართულ სამხედრო დროშებზე ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა წმინდა გიორგის გამოხატვა. საქართველოს გაფურჩქვნის ხანიდან შემორჩენილია გიორგი III-ის დის (XIს.) რუსუდანის შეკვეთით გაკეთებული ლითონის დროშაკის თავი, რომელიც ოქროქანდაკების შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს. | + | შუა საუკუნეებში ქართულ [[სამხედრო დროშა|სამხედრო დროშებზე]] ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა წმინდა გიორგის გამოხატვა. საქართველოს გაფურჩქვნის ხანიდან შემორჩენილია [[გიორგი III]]-ის დის (XIს.) რუსუდანის შეკვეთით გაკეთებული ლითონის [[დროშაკი|დროშაკის]] თავი, რომელიც ოქროქანდაკების შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს. |
| − | XII-XIV საუკუნეების წყაროებში იხსენიება გორგასლიან-დავითიანი ბაგრატიანური სამეფო ე.წ. სეფე-დროშები. თამარ მეფის პირველი ისტორიკოსის ცნობით, დავით სოსლანის რაზმს სინდეთზე ლაშქრობის წინ უძღოდა „დროშაი იგი გორგასლიანი, რომელი სინდეთს მოსპეტაკდებოდა“. ეს დროშა იყო თეთრი - ჩალისფერი. სომხური წყაროების მიხედვით ქართველ მეფეებს ჰქონდათ თეთრალმიანი წითელი დროშა, ხოლო ამირსპასალარებს წითელალმიანი თეთრი დროშა. ივ. ჯავახიშვილი ამ წყაროებზე დაყრდნობით ასკვნიდა, რომ საქართველოს მეფის დროშას ბუნი თეთრი ჰქონდა, ხოლო ალამი წითელი. ინტერესს იწვევს მემატიანის აღწერილი მეფის კურთხევის ცერემონიალი, სადაც აღნიშნულია „დასცეს საყუირსა, ვითარცა ოდესმე სოლომონისთუის და დადგეს სუიანი ტახტი ვახტანგეთი... აღმართეს სკიპტრა დაფერილი, ძელი ჯუარისა და მასთანა დროშა დავითისი, არაოდეს მობერილი წინააღმდგომთაგან ნიავთა“. | + | XII-XIV საუკუნეების წყაროებში იხსენიება გორგასლიან-დავითიანი ბაგრატიანური სამეფო ე.წ. სეფე-დროშები. [[თამარ მეფე|თამარ მეფის]] პირველი ისტორიკოსის ცნობით, [[დავით სოსლანი|დავით სოსლანის]] [[რაზმი (სამხედრო)|რაზმს]] სინდეთზე [[ლაშქრობა|ლაშქრობის]] წინ უძღოდა „დროშაი იგი გორგასლიანი, რომელი სინდეთს მოსპეტაკდებოდა“. ეს დროშა იყო თეთრი - ჩალისფერი. სომხური წყაროების მიხედვით ქართველ მეფეებს ჰქონდათ თეთრალმიანი წითელი დროშა, ხოლო ამირსპასალარებს წითელალმიანი თეთრი დროშა. ივ. ჯავახიშვილი ამ წყაროებზე დაყრდნობით ასკვნიდა, რომ საქართველოს მეფის დროშას ბუნი თეთრი ჰქონდა, ხოლო ალამი წითელი. ინტერესს იწვევს მემატიანის აღწერილი მეფის კურთხევის ცერემონიალი, სადაც აღნიშნულია „დასცეს საყუირსა, [[ვითარცა]] ოდესმე სოლომონისთუის და დადგეს სუიანი ტახტი ვახტანგეთი... აღმართეს სკიპტრა დაფერილი, ძელი ჯუარისა და მასთანა დროშა დავითისი, არაოდეს მობერილი წინააღმდგომთაგან ნიავთა“. |
| − | საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, მის ყოველ ადმინისტრაციულ ნაწილს, გააჩნდა თავისი დროშა. ამ პერიოდის დროშებიდან აღსანიშნავია ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის 1711 წლით დათარიღებული დროშა, რომელიც რუსეთში ლტოლვილ მეფეს თან წაუღია. შემდგომში ეს დროშა მეფის შთამომავლის ასულისგან - გრაფინია ტოლსტოისგან მემკვიდრეობით რგებია თავად გოლიცინს, რომელსაც შეუწირავს მოსკოვის საგარეო საქმეთა არქივისთვის. | + | საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, მის ყოველ ადმინისტრაციულ ნაწილს, გააჩნდა თავისი დროშა. ამ პერიოდის დროშებიდან აღსანიშნავია ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის 1711 წლით დათარიღებული დროშა, რომელიც [[რუსეთი|რუსეთში]] ლტოლვილ მეფეს თან წაუღია. შემდგომში ეს დროშა მეფის შთამომავლის ასულისგან - გრაფინია ტოლსტოისგან მემკვიდრეობით რგებია თავად გოლიცინს, რომელსაც შეუწირავს მოსკოვის საგარეო საქმეთა არქივისთვის. |
დროშა საქართველოში დაბრუნდა 1922 წელს და ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. ესაა სწორკუთხა ფორმის (2მ.14სმX1მ.70სმ) სამი გრძივი ნაჭრისგან შეკერილი თხელი [[აბრეშუმი|აბრეშუმის]] დროშა, რომელზედაც გამოსახულია გრძელკისერა ფრინველები, მზე, მთვარე, მცენარეული ორნამენტები, ჯვრები, მედალიონები, ანგელოზები, წმ. ნინო, დავით წინასწარმეტყველი, ლომები, კვერთხი, [[შურდული]], [[ხმალი]], სკიპტრა და ასომთავრულით შესრულებული სხვადასხვა ხასიათის წარწერები. | დროშა საქართველოში დაბრუნდა 1922 წელს და ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. ესაა სწორკუთხა ფორმის (2მ.14სმX1მ.70სმ) სამი გრძივი ნაჭრისგან შეკერილი თხელი [[აბრეშუმი|აბრეშუმის]] დროშა, რომელზედაც გამოსახულია გრძელკისერა ფრინველები, მზე, მთვარე, მცენარეული ორნამენტები, ჯვრები, მედალიონები, ანგელოზები, წმ. ნინო, დავით წინასწარმეტყველი, ლომები, კვერთხი, [[შურდული]], [[ხმალი]], სკიპტრა და ასომთავრულით შესრულებული სხვადასხვა ხასიათის წარწერები. | ||
| ხაზი 30: | ხაზი 32: | ||
მოგვიანო პერიოდის დროშებიდან აღსანიშნავია: | მოგვიანო პერიოდის დროშებიდან აღსანიშნავია: | ||
| − | + | [[სოლომონ I]], გიორგი XII, პაპუა მოურავის (ხელოვნ.მუზ.), იულონ ბატონიშვილის (ხელოვნ.მუზ.), | |
| − | + | გერის [[ეკლესია|ეკლესიის]], გურიის ერისთავის (ხელოვნ.მუზ.), ნაკურალეშის, მჭადიჯვრის ხელოვნ.მუზ.), მუხრანბატონის (დაკარგულია), [[მაღალაანთ ეკლესია|მაღალაანთ ეკლესიის]] დროშა და სხვა. | |
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | |||
ქართული ჯვრიანი დროშების არსებობას ადასტურებს როგორც ქართული, ისევე უცხოური წყაროები, რაც ფაქტობრივად საფუძველი გახდა საქართველოს სახელმწიფოს დღევანდელი დროშის შექმნისათვის. პაპუნა ორბელიანის ცნობით: „ბრძანა მეფემ დროშათა გაკეთება. გააკეთეს ვითარ ძველად რიგი ყოფილიყო, დროშა ოთხი ჯვრითა მოცული“. | ქართული ჯვრიანი დროშების არსებობას ადასტურებს როგორც ქართული, ისევე უცხოური წყაროები, რაც ფაქტობრივად საფუძველი გახდა საქართველოს სახელმწიფოს დღევანდელი დროშის შექმნისათვის. პაპუნა ორბელიანის ცნობით: „ბრძანა მეფემ დროშათა გაკეთება. გააკეთეს ვითარ ძველად რიგი ყოფილიყო, დროშა ოთხი ჯვრითა მოცული“. | ||
== ლიტერატურა == | == ლიტერატურა == | ||
| − | + | ს. ბარნაველი, ქართული დროშები, 1953. ივ.ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. II, 1913. ე. თაყაიშვილი, არქეოლოგიური ექსპედიცია [[ლეჩხუმი|ლეჩხუმ]]-სვანეთში, 1905. ე.ნ. | |
| − | ს. ბარნაველი, ქართული დროშები, 1953. ივ.ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. II, 1913. ე. თაყაიშვილი, არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში, 1905. ე.ნ. | + | |
== წყარო == | == წყარო == | ||
[[ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი]] | [[ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი]] | ||
| − | + | ||
[[კატეგორია:სახელმწიფო სიმბოლოები]] | [[კატეგორია:სახელმწიფო სიმბოლოები]] | ||
[[კატეგორია:ჰერალდიკა]] | [[კატეგორია:ჰერალდიკა]] | ||
[[კატეგორია:დროშები]] | [[კატეგორია:დროშები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 18:10, 16 მარტი 2021 მდგომარეობით
დროშა - (დროშაკი). მატერიალური კულტურის უძველესი მონაპოვარი, რომელიც ცოცხლობს და მოქმედებს დღევანდელ დღემდე. დროშა არის სახელმწიფოს სიმბოლიკის ნიშანი, ძალაუფლების გამომხატველი, ბრძოლისას ჯარის ნაწილების განმასხვავებელი, რელიგიური საკულტო საგანი და სხვადასხვა სპეციფიკური დანიშნულების მქონე სიმბოლო.
დროშის სინონიმს ქართულ ლიტერატურულ ძეგლებში წარმოადგენს ბავრაყი, რაც საბა ორბელიანის განმარტებით, სამღვდელო დროშას აღნიშნავს, განსხვავებით სხვათაგან, სვანების დროშა ლემ-ად იწოდებოდა. დროშის ძირითადი ნაწილებია - ტარი, ბუნი, კალთები და ზოგჯერ ბუდეც, სადაც მას ინახავდნენ.
ქართველები შორეულ ხანაში ცხოვრობდნენ წინა აზიის ხალხთა არეალში, ნაზიარებნი იყვნენ მათ კულტურულ მემკვიდრეობას და საფიქრებელია, რომ მათაც შუმერების, ასურელების, ბაბილონელებისა და სხვათა მსგავსად უნდა ჰქონოდათ თავიანთი დროშები როგორც გამარჯვების აღმნიშვნელი, ასევე რელიგიურ კულტთან დაკავშირებული. არქეოლოგიური მასალები ადასტურებენ, რომ წინაქრისტიან ქართველთა დროშებზე გამოსახული იყო ნაყოფიერების ღვთაებები, ციური სიმბოლოები და ზოომორფული არსებანი.
პირდაპირ ცნობას ქართული დროშის შესახებ გვაწვდის VI ს. ისტორიკოსი აგათია სქოლასტიკოსი: როდესაც ბიზანტიის კეისარმა წათე მეფედ დაამტკიცა, ამით გახარებული ლაზები აღმართული დროშებით მიაცილებდნენ მას. წმ. ნინოს შატბერდისეული ცხოვრების წიგნის ავტორი დიდი მხატვრული ოსტატობით წარმოადგენს სადღესასწაულოდ გამოსული დროშებაღმართული ხალხის ჯარობას. კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობით, როცა ქართველი დიდებული ვისიმე მფარველობას ცნობდა, თავის სამფლობელოს ცენტრალურ ადგილას, თავის დროშასთან ერთად, მფარველის დროშასაც აღმართავდა.
აკად. ივ. ჯავახიშვილის მოსაზრებით, გაერთიანებული საქართველოს ხანაში სახელმწიფო სამეფო დროშის გარდა არსებობდა მეფის პირადი დროშებიც. სახელმწიფო დროშა იწოდებოდა სეფე დროშად. ლაშა-გიორგის მემატიანის ცნობით, საქართველოს მეფის სასახლეზე დროშა იყო აღმართული. სამეფო დროშების გარდა იყო დროშა ამირსპასალარის, კარის მოხელეების, საქართველოს ცალკეული კუთხეების მმართველების, საქართველოს მეფის ჯარის, ყმადნაფიცი სახელმწიფოების და საეკლესიო დროშები. „ძეგლი ერისთავთა“-ს ცნობით (XV ს.), ერისთავებს დროშა მეფეთაგან ებოძებოდათ ხოლმე.
გარდა ჩამოთვლილისა, საგანგებო დროშები იყო განკუთვნილი საზეიმო შემთხვევებისთვის (მეფის კურთხევა, გამოსვლა, აღლუმი, ასპარეზობა), როგორც ამირან-დარეჯნიანშია ნათქვამი: „სცემდეს ბუკსა და დაბდაფსა, წამოაყენეს დროშანი მრავალნი და ზმა იყო დიადი“. სტეფანოზ ორბელიანის მოწმობით, საქართველოს ამირსპასალარის განკარგულებაში იყო 12 სადროშო და თითოეულის ქვეშ 1000 კაცი იდგა.
ისტორიული დროშები, დროშის დღევანდელ გაგებასთან რამდენამდე განსხვავებული აგებულებისანი იყვნენ და ძირითადად წარმოდგენილი არიან შემდეგი სახით:
- დროშა, რომლის ალამი ქსოვილის იყო.
- დროშა, რომელიც შედგებოდა ბუნზე დამაგრებული ლითონის დისკოსგან.
- ცხოველის სახის დროშები.
- ლაბარუმები - მრავაკუთხედი ფირფიტა, რომელიც დამაგრებული იყო ბუნზე და ზოგჯერ შიგ ხატი იყო ჩადგმული.
- დროშა-ჯვრები - საეკლესიო დროშა, რომელიც წარმოადგენდა ბუნზე დამაგრებულ ჯვარს.
ქრისტიანული პერიოდის დროშებზე გამოსახული იყო ღვთისმშობელი ყრმით, იესო მაცხოვარი, წმ. გიორგი, მთავარანგელოზები, ადგილობრივი წმინდანები. სამეფო დროშის თავები ძირითადად წარმოადგენდა ჯვარს, იყო ასევე შუბის წვერის ფორმის და ხუთკუთხედი ფიგურის ფორმის დროშები. ზოგიერთი დროშა შემკული იყო ფუნჯებით.
შუა საუკუნეებში ქართულ სამხედრო დროშებზე ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა წმინდა გიორგის გამოხატვა. საქართველოს გაფურჩქვნის ხანიდან შემორჩენილია გიორგი III-ის დის (XIს.) რუსუდანის შეკვეთით გაკეთებული ლითონის დროშაკის თავი, რომელიც ოქროქანდაკების შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს.
XII-XIV საუკუნეების წყაროებში იხსენიება გორგასლიან-დავითიანი ბაგრატიანური სამეფო ე.წ. სეფე-დროშები. თამარ მეფის პირველი ისტორიკოსის ცნობით, დავით სოსლანის რაზმს სინდეთზე ლაშქრობის წინ უძღოდა „დროშაი იგი გორგასლიანი, რომელი სინდეთს მოსპეტაკდებოდა“. ეს დროშა იყო თეთრი - ჩალისფერი. სომხური წყაროების მიხედვით ქართველ მეფეებს ჰქონდათ თეთრალმიანი წითელი დროშა, ხოლო ამირსპასალარებს წითელალმიანი თეთრი დროშა. ივ. ჯავახიშვილი ამ წყაროებზე დაყრდნობით ასკვნიდა, რომ საქართველოს მეფის დროშას ბუნი თეთრი ჰქონდა, ხოლო ალამი წითელი. ინტერესს იწვევს მემატიანის აღწერილი მეფის კურთხევის ცერემონიალი, სადაც აღნიშნულია „დასცეს საყუირსა, ვითარცა ოდესმე სოლომონისთუის და დადგეს სუიანი ტახტი ვახტანგეთი... აღმართეს სკიპტრა დაფერილი, ძელი ჯუარისა და მასთანა დროშა დავითისი, არაოდეს მობერილი წინააღმდგომთაგან ნიავთა“.
საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, მის ყოველ ადმინისტრაციულ ნაწილს, გააჩნდა თავისი დროშა. ამ პერიოდის დროშებიდან აღსანიშნავია ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის 1711 წლით დათარიღებული დროშა, რომელიც რუსეთში ლტოლვილ მეფეს თან წაუღია. შემდგომში ეს დროშა მეფის შთამომავლის ასულისგან - გრაფინია ტოლსტოისგან მემკვიდრეობით რგებია თავად გოლიცინს, რომელსაც შეუწირავს მოსკოვის საგარეო საქმეთა არქივისთვის.
დროშა საქართველოში დაბრუნდა 1922 წელს და ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. ესაა სწორკუთხა ფორმის (2მ.14სმX1მ.70სმ) სამი გრძივი ნაჭრისგან შეკერილი თხელი აბრეშუმის დროშა, რომელზედაც გამოსახულია გრძელკისერა ფრინველები, მზე, მთვარე, მცენარეული ორნამენტები, ჯვრები, მედალიონები, ანგელოზები, წმ. ნინო, დავით წინასწარმეტყველი, ლომები, კვერთხი, შურდული, ხმალი, სკიპტრა და ასომთავრულით შესრულებული სხვადასხვა ხასიათის წარწერები.
მოგვიანო პერიოდის დროშებიდან აღსანიშნავია:
სოლომონ I, გიორგი XII, პაპუა მოურავის (ხელოვნ.მუზ.), იულონ ბატონიშვილის (ხელოვნ.მუზ.), გერის ეკლესიის, გურიის ერისთავის (ხელოვნ.მუზ.), ნაკურალეშის, მჭადიჯვრის ხელოვნ.მუზ.), მუხრანბატონის (დაკარგულია), მაღალაანთ ეკლესიის დროშა და სხვა.
ქართული ჯვრიანი დროშების არსებობას ადასტურებს როგორც ქართული, ისევე უცხოური წყაროები, რაც ფაქტობრივად საფუძველი გახდა საქართველოს სახელმწიფოს დღევანდელი დროშის შექმნისათვის. პაპუნა ორბელიანის ცნობით: „ბრძანა მეფემ დროშათა გაკეთება. გააკეთეს ვითარ ძველად რიგი ყოფილიყო, დროშა ოთხი ჯვრითა მოცული“.
[რედაქტირება] ლიტერატურა
ს. ბარნაველი, ქართული დროშები, 1953. ივ.ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. II, 1913. ე. თაყაიშვილი, არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში, 1905. ე.ნ.
