საქართველოს ოლიმპიური მუზეუმი
(ახალი გვერდი: ი '''საქართველოს ოლიმპიური მუზეუმ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:SaqarTvelos olimpiuri muzeumi.PNG|thumb|350პქ|ი]] | [[ფაილი:SaqarTvelos olimpiuri muzeumi.PNG|thumb|350პქ|ი]] | ||
| − | '''საქართველოს ოლიმპიური მუზეუმი''' – გაიხსნა 1995 წელს [[თბილისი|თბილისში]], აღმაშენებლის გამზირზე, [[საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი]]ს ხელშეწყობით, [[საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი]]ს მაშინდელი ოფისის პირველ სართულზე. | + | '''საქართველოს ოლიმპიური მუზეუმი''' – გაიხსნა 1995 წელს [[თბილისი|თბილისში]], აღმაშენებლის გამზირზე, [[საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი]]ს ხელშეწყობით, [[საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი]]ს მაშინდელი ოფისის პირველ სართულზე. [[მუზეუმი]]ს გახსნას ესწრებოდენ საერთაშორისო [[ოლიმპიური მოძრაობა|ოლიმპიური მოძრაობის]] ხელმძღვანელები, [[საქართველო]]ს მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოს ეროვნული ოლიმპი |
ური კომიტეტის დამფუძნებლები, სხვადასხვა თაობის სახელოვანი ოლიმპიელები, კულტურის თვალსაჩინო მოღვაწეები. | ური კომიტეტის დამფუძნებლები, სხვადასხვა თაობის სახელოვანი ოლიმპიელები, კულტურის თვალსაჩინო მოღვაწეები. | ||
მიმდინარე ცვლილება 14:04, 5 ოქტომბერი 2021 მდგომარეობით
საქართველოს ოლიმპიური მუზეუმი – გაიხსნა 1995 წელს თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელშეწყობით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მაშინდელი ოფისის პირველ სართულზე. მუზეუმის გახსნას ესწრებოდენ საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის ხელმძღვანელები, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოს ეროვნული ოლიმპი ური კომიტეტის დამფუძნებლები, სხვადასხვა თაობის სახელოვანი ოლიმპიელები, კულტურის თვალსაჩინო მოღვაწეები.
2011 წლის 20 სექტემბრიდან ოლიმპიური მუზეუმი განთავსებულია თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ახალ ოფისში. განახლებული მუზეუმის გახსნას სხვებთან ერთად ესწრებოდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი, მონაკოს პრინცი ალბერ მეორე. მუზეუმში წარმოდგენილია ქართული ოლიმპიური მოძრაობის ისტორია, ოლიმპიური ჩემპიონების სპორტული ეკიპირება და ინვენტარი, ოლიმპიური მარკები, სამკერდე ნიშნები და სხვა ექსპონატები. დამთვალიერებელს საშუალება აქვს გაეცნოს დოკუმენტურ ფილმებს ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონებზე და ცალკეულ ოლიმპიურ თამაშებზე, ასევე მდიდარ საარქივო მასალას, რომელიც აერთიანებს ენციკლოპედიურ ინფორმაციას ოლიმპიზმის შესახებ
ოლიმპიურ მუზეუმში რეგულარულად ეწყობა თემატური შეხვედრები ახალგაზრდებთან, რომლის მთავარი მასპინძლები არიან ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები და სხვა წარმატებული სპორტსმენები. ისინი სტუმრებს აცნობენ თავიანთ სპორტულ თავგადასავალს, ესაუბრებიან სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის მნიშვნელოვან როლზე თანამედროვე საზოგადოებაში.