ბლუზისეული კილო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ბლუზისეული კილო''' – განსაკუთრებული ელფერის ჟღერადობა, რომ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბლუზის კილო“ გადაიტანა გვერდზე „ბლუზისეული კილო“ გადამისამარ...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 00:40, 6 იანვარი 2022 მდგომარეობით

ბლუზისეული კილო – განსაკუთრებული ელფერის ჟღერადობა, რომელიც მიიღება მაჟორულ კილოში დაბალი III და VII საფეხურების დამატების შედეგად. ბლუზის მელოდიების დიდი ნაწილი აიგება ან ამ კილოს პირველი ბგერებისაგან („დო“–დან „ფა“–მდე), ან დანარჩენი უკანასკნელი ბგერებისაგან („სოლ“-დან „დო“– მდე). დაბალი -III და VII საფეხურები, რომელთაც ეწოდებათ „ბლუზისეული ნოტები“ (blues notes) განსაკუთრებულ კილოებრივ წყობას უქმნიან ჩვეულებრივ ჰარმონიებს, ასე მაგალითად, სუბდომინანტურ აკორდს დო მაჟორში ჯაზის ზანგი მუსიკოსები მუდმივად ამატებენ ბგერა , რის შედეგადაც მიიღება დომინანტსეპტაკორდი სი-ბემოლ მაჟორისათვის, მაგრამ გადაწყვეტით ეს აკორდი ყოველთვის იქნება ალტერირებული სუბდომინანტა.


[რედაქტირება] წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები