სათხის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 10: ხაზი 10:
 
[[საქართველო]]ს მრავალრიცხოვან დარბაზულ ნაგებობებთან შედარებით სათხეს თავისებურებაა [[საკურთხეველი|საკურთხევლის]] კომპოზიციური გადაწყვეტა – გვერდითი სადგომების ([[სამკვეთლო]]ს და [[სადიაკვნე|სადიაკვნეს]] [[აფსიდა|აფსიდიანი]] კამერების) განლაგება საკურთხევლის ორივე მხარეს კედლის სისქეში. ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში მხოლოდ რამდენიმე ასეთი ანალოგიაა ცნობილი. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად გართულებული გეგმისა, ეკლესიის [[ინტერიერი (არქიტექტურა)|ინტერიერი]] მნახველზე ორგანულად მთლიანობის შთაბეჭდილებას ტოვებს.  
 
სათხის ძირითადი დარბაზული ტაძარი მაშინდელი სამშენებლო ხელოვნების საერთო მაღალი დონის კიდევ ერთი მაჩვენებელია. [[ფასადი|ფასადები]] კარგად გათლილი და ნაწყობი პერანგითაა შემოსილი. ქვის დამუშავებისა და მოპირკეთების უნაკლო ტექნიკა ჩანს ინტერიერის კედლების და კონქის წყობაშიც. ბრწყინვალედაა შესრულებული ტაძრის [[ჩუქურთმა|ჩუქურთმები]].  
+
სათხის ძირითადი დარბაზული ტაძარი მაშინდელი სამშენებლო ხელოვნების საერთო მაღალი დონის კიდევ ერთი მაჩვენებელია. [[ფასადი|ფასადები]] კარგად გათლილი და ნაწყობი [[პერანგი (არქიტექტურა)|პერანგითაა]] შემოსილი. ქვის დამუშავებისა და მოპირკეთების უნაკლო ტექნიკა ჩანს ინტერიერის კედლების და კონქის წყობაშიც. ბრწყინვალედაა შესრულებული ტაძრის [[ჩუქურთმა|ჩუქურთმები]].  
  
მთავარი ტაძრის ფასადები მოპირკეთებულია მაღალი სამშენებლო ხარისხის ტუფბრექჩიისა და ტუფქვიშაქვის სუფთად გათლილი მოყავისფრო კვადრებისაგან. მთავარი კორპუსის ფასადებზე დაუზიანებელი, ძველი ასომთავრული წარწერებია შემორჩენილი, რომლებიც თავის დროზე შეუსწავლიათ [[მარი ბროსე|მარი ბროსესა]] და [[ექვთიმე თაყაიშვილი|ექვთიმე თაყაიშვილს]]. ჩრდილოეთის ფასადი შეუმკობელია, ხოლო დანარჩენ ფასადებზე მრავლადაა მორთულობები და ორნამენტები. ეკლესიის ქვების წყობაში რამდენიმე ადგილზეა გამოყენებული ქვაზე ამოკვეთილი ბოლნური ჯვრის გამოსახულება. შემორჩენილია კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. მოქმედების პერიოდში ეკლესიის ინტერიერს შესანიშნავი, ქვაში ნაკვეთი, [[კანკელი]] ამკობდა, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის ძალისხმევით განადგურებას გადაურჩა და ახლა საქართველოს ხელოვნების [[მუზეუმი|მუზეუმშია]] დაცული. ამჟამად მიმდინარეობს სათხის ეკლესიის რეაბილიტაცია.
 
17:26, 3 თებერვალი 2022-ის ვერსია

ეკლესიის ნანგრევების ფრაგმენტი
ორნამენტული მოტივი „ბაგირი“
ფასადის ფრაგმენტი

სათხის ეკლესია – X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დაბა კაზრეთის სამხრეთით 4 კმ-ში, ტყეში. ეკლესია გეგმით ერთნავიანი უგუმბათო ნაგებობაა სამმხრივი მინაშენებით გართულებული მოხაზულობის. ჩვეულებრივზე საგრძნობლად დაგრძელებული მთავარი ეკლესიის მართკუთხა კორპუსი აღმოსავლეთით გამოწეულია გვერდითი სადგომების მიმართ, ხოლო დასავლეთით ერთ ხაზს ქმნის მათ კედლებთან. მთავარი ნაგებობის ზომები გარედან 6,6x15,0 მ., ხოლო სიმაღლე შიგნით 8,3 მ. ეკლესიას სამხრეთიდან ეკვრის სტოა (მინაშენი) კარიბჭით, ხოლო დასავლეთით – სტოასთან კუთხით ორგანულად დაკავშირებული ფრონტონიანი სადგომი. ყველა სადგომის კამარა სიძველისგან ჩაქცეულია. სტოა საკმაოდ დანგრეულია, მაგრამ შენარჩუნებული აქვს ყველა არქიტექტურული ელემენტის ფორმა. კარიბჭე-ეგვტერი XIII საუკუნის პირველ ათეულ წლებშია მიშენებული და იმ დროის კარიბჭის ფართოდ გავრცელებულ ტიპს წარმოადგენს. ეკლესიაზე რაიმე შეკეთება-გადაკეთების კვალი არ შეინიშნება (გამონაკლისია ჩრდილო ეგვდერი). ეს ადრინდელი შუა საუკუნეების მცირე ერთნავიანი კაპელა ჩართულია მასზე მიშენებული დიდი ეკლესიის კომპოზიციაში. წარწერის თანახმად აღდგენილია XVII საუკუნეში.

გეომეტრიული ორნამენტი და წარწერა
გეომეტრიული და მცენარეული ორნამენტები

საქართველოს მრავალრიცხოვან დარბაზულ ნაგებობებთან შედარებით სათხეს თავისებურებაა საკურთხევლის კომპოზიციური გადაწყვეტა – გვერდითი სადგომების (სამკვეთლოს და სადიაკვნეს აფსიდიანი კამერების) განლაგება საკურთხევლის ორივე მხარეს კედლის სისქეში. ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში მხოლოდ რამდენიმე ასეთი ანალოგიაა ცნობილი. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად გართულებული გეგმისა, ეკლესიის ინტერიერი მნახველზე ორგანულად მთლიანობის შთაბეჭდილებას ტოვებს.

სათხის ძირითადი დარბაზული ტაძარი მაშინდელი სამშენებლო ხელოვნების საერთო მაღალი დონის კიდევ ერთი მაჩვენებელია. ფასადები კარგად გათლილი და ნაწყობი პერანგითაა შემოსილი. ქვის დამუშავებისა და მოპირკეთების უნაკლო ტექნიკა ჩანს ინტერიერის კედლების და კონქის წყობაშიც. ბრწყინვალედაა შესრულებული ტაძრის ჩუქურთმები.

მთავარი ტაძრის ფასადები მოპირკეთებულია მაღალი სამშენებლო ხარისხის ტუფბრექჩიისა და ტუფქვიშაქვის სუფთად გათლილი მოყავისფრო კვადრებისაგან. მთავარი კორპუსის ფასადებზე დაუზიანებელი, ძველი ასომთავრული წარწერებია შემორჩენილი, რომლებიც თავის დროზე შეუსწავლიათ მარი ბროსესა და ექვთიმე თაყაიშვილს. ჩრდილოეთის ფასადი შეუმკობელია, ხოლო დანარჩენ ფასადებზე მრავლადაა მორთულობები და ორნამენტები. ეკლესიის ქვების წყობაში რამდენიმე ადგილზეა გამოყენებული ქვაზე ამოკვეთილი ბოლნური ჯვრის გამოსახულება. შემორჩენილია კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. მოქმედების პერიოდში ეკლესიის ინტერიერს შესანიშნავი, ქვაში ნაკვეთი, კანკელი ამკობდა, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის ძალისხმევით განადგურებას გადაურჩა და ახლა საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. ამჟამად მიმდინარეობს სათხის ეკლესიის რეაბილიტაცია.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები