სვეტების ბადე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სვეტების ბადე“ გადაიტანა გვერდზე „კოლონების ბადე“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კოლონების ბადე“ გადაიტანა გვერდზე „სვეტების ბადე“ გადამისამა...) |
23:36, 13 თებერვალი 2022-ის ვერსია
სვეტების ბადე, (კოლონების ბადე) – სამშენებლო ობიექტზე სვეტების (კოლონების) განლაგების რიგი ანუ სვეტების განლაგების სპეციალური სქემა წერტილებში, სადაც გადაიკვეთება დაკვალვის ღერძები. პრაქტიკულად სვეტების ბადე კარკასული შენობის კონსტრუქციულ-დაგეგმარებითი გადაწყვეტის პარამეტრია (სვეტებს შორის ბიჯი და მალი). სვეტების განლაგებას განსაზღვრავს მოდულური ბადე. როგორც წესი, ბადის უჯრედის ზომა საცხოვრებელ შენობებში აიღება 6 მ-ის ჯერადი (იშვიათად 3 მ-ის ჯერადი). სამრეწველო შენობებში შიგა და განაპირა რიგის სვეტებს შორის დაშორება აიღება 6 ან 12 მ, რასაც განაპირობებს საამქროს საერთო ფართობი და ტექნოლოგიური პროცესი.